გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

AutoSharing Option
"დილა" "რაპიდში" გადასულ ტიერი გეილს გამოემშვიდობა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დილამ "ვენის "რაპიდთან" შეთანხმებას მიაღწია ტიერი გეილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტრანსფერის თანხა 660 000 ევროს შეადგენს, რომლის გადახდაც მოხდება ეტაპობრივად 2023-2025 წლების სეზონებში.

ტიერი ჩვენმა გუნდმა უფასოდ დაიმატა "ჰონვედ ბუდაპეშტიდან", რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან თანხას ამ ტრანსფერიდან, რადგან "ჰონვედმა" შეინარჩუნა უფლებები მომავალი გაყიდვიდან.

ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო სკაუტურმა პლატფორმა STARI-მ, რომელიც მუშაობს გორის "დილასთვის" და ასევე - ექსკლუზიურად ისრაელში, ისრაელის ჩემპიონ "მაკაბი ჰაიფასთვის". "სტარიმ" წარსულში "დილაში" სხვა გამორჩეული ლეგიონერები მოიყვანა, მათ შორის, ლეანდრო
რიბეირო და უსმან კამარა.

ტიერიმ 74 მატჩში 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან დიდი პროგრესი განიცადა გორის "დილაში". მადლობას ვუხდით მას გუნდის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. დარწმუნებული ვართ, იგი გააგრძელებს თავისი გამორჩეული ნიჭის ჩვენებას მსოფლიოს წინაშე და ამაყად წარმოაჩენს ჩვენს კლუბს. მადლობა, ტიერი!", - ნათქვამია გორული კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აქედან ნახევარს არა გაქვთ გეილის თამაში 3 ჯერ ნანახი და რატო გეიაფებათ ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ძალიან ძვირათ გაყიდეს,მაგის ნახევარიც არ ღირს და ძალიან კარგათაც მოიქცნენ.ქართველ 18-19 წლის ბიჭებს და ამომავალ ვარსკვლავებს თუ არა ნათელ წერტილებს რომ მაგის მეათედ ფასშიც არ ყიდიან და სადღაც პოლონეთის მეორე ლიგებში რო ალპობენ, ეგ თქვით თქვენ თორე,მშვენივრათ მოიქცა დილა.
B
06 სექტემბერი 2023 10:05
3

სიახლეები პოპულარული