ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძემ "დინამო თბილისი" დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ტაბიძე დინამოელთა ღირსებას 2022 წლიდან იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრი მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვიცე-კაპიტანმა 2022 წლის სეზონში "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, მიმდინარე წელს კი სუპერთასსაც დაეუფლა.

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ჯიმი ტაბიძეს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და სამაგალითო პროფესიონალიზმისთვის. ჩვენი კლუბის სახელით წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოისწრაფიშვილი წავიდა, სიგუა წავიდა,ხარაიშვილი წავიდა,ტაბიძე წავიდა. იქნებ ვინმემ გააკეთოს განმარტება რა ხდება გუნდში? ან თქვენ ჟურნალისტებს არ გაინტერესებთ?
დინამო1981
18:24 12-09-2023
0
დინამოში სასწაულები გრძელდება... თუ წასასვლელი იყო 1 სექტემბრამდე რას უყურებდნენ ეხლა სად უნდა ეძიოს გუნდი დალაგდა და დაიწყო ყველა ნორმალური ჩემპიონატი...ან მისი შემცვლელი საიდან უნდა მოიყვანონ ამ დროს?
Givi
19:31 12-09-2023
1

სიახლეები პოპულარული