დენის ბუშნია თბილისის "დინამოს" შეუერთდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისს" ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ფეხბურთელი დინამოელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მისი ბოლო კლუბი სლოვენიური "ბრავო" გახლდათ. ახალგაზრდა ფლანგელს შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.

დენის ბუშნია ხორვატიული "რიეკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატიულ "ისტრასა" და სლოვაკურ "სერედში" უასპარეზია.

რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდელთა, 19-წლამდელთა, 20-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.

დენის ბუშნიასა და "დინამო თბილისს" შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ხორვატი შემტევი "ლურჯ-თეთრების" რიგებში
25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
სად პოულობენ ამ ყველასათვის უცნობი და გაუგებარი წარმომავლობის "ფეხბურთელებს"?სასაცილოა, სხვა რა კომენტარი უნდა გააკეთო
მიხო
15 სექტემბერი 2023 17:40
0
ამათ და ესეთების მოთრევას ნეტა როდის უნდა გაიგოთ და მერამდენე ცდაზე უნდა ნახოთ რო არ აქ აზრი .
იკა
15 სექტემბერი 2023 16:45
0
ჯერ-ჯერობით ვერ აიწყო კარიერა,მაგრამ ალბათ დაფარული ტალანტი შენიშნეს და გახსნიან,აბა დინამოს როდის იყო ტყუილა ლეგიონერი ჩამოეყვანა,ვის გაუგია
Levani
15 სექტემბერი 2023 01:29
0
რა გჭირთ ადამიანებო ეს ხომ დინამოა დენის ბიშნიასთან ერთად ის ჩემპიიონთა თას აწევს
temo
15 სექტემბერი 2023 01:19
0
თვითონ რამდენი წლისაა ის არ დაუწერიათ და ის კიდე დაწერეს სად თამაშობდა. მოკლედ ეს საიტი არის ქოცური უტვინო გვერდი. ამ წვრილმანებშიც როგორ ჩანს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14 სექტემბერი 2023 12:28
8
ის გამოგრჩა,რომ პუტინის შეკვეთით წერენ სტატიებს :)
კიდევ კარგად არის ჩვენი ქვეყანა შენისთანების ხელში
საქართველო
15 სექტემბერი 2023 08:35
0
Პაპაჩემი სამამულო ომში რო წაუყვანიათ უთქვია:რა გატირებთ სანამ ვენახი გასაფურჩნი გახდება დავბრუნდებიო და ეხლაც იქ არი არ დაბრუნებულა
Სიმართლე-ს
14 სექტემბერი 2023 06:51
0
Მეგრელია?
Ავტორს
14 სექტემბერი 2023 03:14
1
ამ ტრენერმა თუ ვერ გაქაჩა მე გარსიას დაბრუნებას ვისურვებდი დინამოში მაგარი ტრენერი იყო და თქვა მე დავბრუნდებიო
სიმართლე
14 სექტემბერი 2023 00:24
3

სიახლეები პოპულარული