გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს უკრაინელი სპეციალისტის მონათხრობიდან, რომლებიც ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო:
"ექვსი თვის წინ "დილასთან" კონტრაქტი მეწურებოდა და აქ ყველაფერი მომწონდა. ხელმძღვანელობას მივმართე, რომ ახალი 1+1 სისტემის ხელშეკრულებას გავაფორმებდი, მაგრამ ანაზღაურება უნდა შეცვლილიყო.
მათ მითხრეს, რომ ისინიც კმაყოფილნი იყვნენ. კიდევ ერთი წელი ძველ ხელფასზე ვიმუშავებდი და მერე ისევ შევხვდებოდით და დავილაპარაკებდით.
საუბარი იყო
შემდეგ შრომითი ხელშეკრულება დასრულდა. აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადებები მივიღე, გამართული ინფრასტრუქტურა და თანაც, 3-ჯერ მეტს მიხდიდნენ!
"დილას" შევატყობინე, რომ წასვლა მინდოდა, მათ კი მითხრეს: "ანდრეი, ძმასავით გთხოვთ, 1 წელი კიდევ ჩვენი პირობებით დარჩი".
არც კი მკითხეს, რა მინდოდა ან როგორ ვხედავდი ამ სიტუაციას... მითხრეს, რომ ხელფასს 1000 დოლარით გამიზრდიდნენ, მეტის გაკეთება კი არ შეეძლოთ, მაგრამ კონტრაქტში ჩამიდებდნენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც,, ევროთასების დასრულების შემდეგ, ჩემი შრომითი ხელშეკრულების გამოსყიდვა 25 000 ევროდ შემეძლებოდა.
ამას იმიტომ მთავაზობდნენ, რომ ხელფასის 3-4-ჯერ შემცირებაზე დავთანხმებოდი, ვიდრე აზიელები მპირდებოდნენ. უარი ვერ ვთქვი, რადგან სული ჩავდე ამ გუნდში და მინდოდა რაღაცისთვის მიმეღწია ევროპაში, თანაც ჩემი ოჯახი საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.
"დილას" ახლაც კი ჩემი დაახლოებით 15 000 დოლარი მართებს, რაც ევროპულ ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების გამო უნდა მიმეღო, მაგრამ მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.
გინდათ, კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ? - კონტრაქტში მეწერა, რომ ფეხბურთელების ტრანსფერებიდან 3%-ს მივიღებდი. 25 აგვისტოს წავედი გუნდიდან და 28-მდე არ გაყიდეს გეილი, რომ მისი ტრანსფერიდან ჩემი წილი 30 000$ დოლარი არ ამეღო. 1,5 წელი ვიმუშავე ადამიანთან, სული და გული ჩავდე და 3 დღეში ყიდიან, რომ არ გადამიხადონ. ეს არ იყო ვაჟკაცური მათი მხრიდან. 15 000$-ზეც დავთანხმდებოდი, მაგრამ სანამ ბათუმში არ წავედი, არ გაყიდეს...".
ზოგიერთი აქ ტლიკინებს !
სამ მაქსიმუმ ხუთ უკრაინელთან მქონია საქმიანი ურთიერთობა სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო რომ ყველა ერთნაირია
და მე მართალი ვარ კლუბის წინაშე და არ ვლაპარაკობდი მარა დილამ არ დააყენა ერთი ადგილი და მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზეო? რა არის გაუგებარი გადაეხადა დილას მადლობა რაც გააკეთა კლუბისთვის და გაეშვა. არც ეს ილაპარაკებდა და ჩახდიდა დილას ტრუსიკს
ესაა ქართველები და საქართველო.
მაგიტიმაც გაჯდებათ ყველა თავზე, რუსიც, არაბიც და ჯანდაბაც. იმიტომ, რომ ვაკუუმს ხედავანენ ჩვენს ქვეყანაში ყველა სფეროში. ხოდა ჩამოდიან და ავსებენ. ოღონდ ავსებენ თავისი ინტერსების მიხედვით.
თქვენ იჯექით და იწუწუნეთ ქართველებო.