სერიები: "დინამო ბათუმმა", "თელავმა" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის სამი მატჩი. ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მეორე ტაიმში გატეხა ქუთაისის "ტორპედო" და სამი ქულა მიითვალა. კვლავ მოიგეს თავიანთი თამაშები "თელავმა" და "სამტრედიამ", რომლებსაც მშვენიერი სერია აქვთ...

თელავი 2:1 დილა

"თელავმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის "დილას" აჯობეს.

თავიდან "დილა" დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე
წუთზე მიითვალეს: კლასიკური კონტრშტევა, ბოლოს თორნიკე მორჩილაძის პასი და გურამ გოშთელიანის გოლი - 2:1.

"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება, "დილა" კი მეოთხეზეა.

სამგურალი 0:3 სამტრედია


"სამტრედიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს"...

სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.

მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.

"სამტრედიაზე" დავწერეთ, "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზეა.

ტორპედო 0:3 დინამო ბთ

"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მოიგო "ტორპედოსთან" და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს" "საბურთალოსთან" სათამაშო აქვს.

ბათუმელებმა "ტორპედოს" სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.

ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.

მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.

ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედო"-"დინამო ბათუმის" ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
გორელობა მოუნდა ბათუმელებსო, სასაცილოც კი არაა შენი ნათქვამი.ბათუმი არის მზარდი ევროპული ქალაქი, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ლამაზდება,რა გაქვთ გორში ისეთი რომ ბათუმლებს გორელობა მოუნდეთ? პირიქით კი რამდენიც გენებოთ იმდენი იქნება და სავარაუდოდ შენც მაგათ სიაში ხარ მარა ვერ მოგართმევთ, ბათუმში არ არის შენისთანების ადგილი. არ გაირღვე ეხლა ......
12345
18:28 29-09-2023
5
Ჯერ დააორთქლე რომა და მერე უკმინე
Რომას
17:15 29-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული