"სამგურალის" მწვრთნელად უკრაინელი ოლეკსანდრ პოკლონსკი დანიშნეს, - ამის თაობაზე წყალტუბოური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:
"წყალტუბოს "სამგურალის" მთავარ მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პოკლონსკი დაინიშნა.
ოლეკსანდ პოკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს "დნიპრო 2"-ში დაიწყო. 2017-19 წლებში იგი "დნიპროს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო.
2019 წელს "დნიპრო 1"-ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, 2020-21 წლებში "ნიკოპოლს" ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი ასევე უკრაინულ VPK-Agro-ს მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
წყალტუბოს "სამგურალში" ოლეკსანდ პოკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს. "სამგურალის" ახალი მთავარი მწვრთნელი და ვასილ გიგიაძე წლების
წინ "ტავრიასა" და "კრივბასში" თანაგუნდელები იყვნენ.
ვასილ გიგიაძის სამწვრთნელო გამოცდილებას რაც შეეხება, ახალგაზრდა სპეციალისტი ქუთაისის "ტორპედოში" ჯერ კახაბერ ჩხეტიანის, შემდეგ კი მიხეილ აშვეთიას ასისტენტად მუშაობდა".