გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა

AutoSharing Option
გიორგი მიქაძემ "თელავთან" კონტრაქტი საკუთარი სურვილით გაწყვიტა და "საბურთალოს" ჩაუდგა სათავეში.

"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს დღეიდან გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. მიქაძემ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს გამართა.

შეგახსენებთ, რომ თელაველთა ყოფილი მწვრთნელისთვის "საბურთალო" კარგად ნაცნობი კლუბია, ვინაიდან წარსულში ჩვენს ასაკობრივ გუნდებში უმუშავია", - გაავრცელა ინფორმაცია "საბურთალოს" პრესსამსახურმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
Თელაველებო გახსოვთ მე რო დავწერე:ბათუმელებო დემჩენკოს მიქაძე სჯობია მეთქი და თქვენ ცოტა აგდებულად მიპასუხეთ-დავაი რა ძლივს დავლაგდითო.ხოდა მაშინვე ეკურკურებოდა მიქაძე სხვებს.გინდათ უფრო მეტი გითხრათ? Თელავის ლეგიონერებსაც ეკურკურებიან.განსაკუთრებით ბათუმი არ იშლის თავის საქციელს და წუწკი მელიასავით ილოკავს ტუჩებს.არა გჯერათ?აბა ნახავთ ასე სეზონის ბოლოს
Ბათუმს ქათქათას
07 ოქტომბერი 2023 19:06
2
2 ლარით მეტს უხდიან ალბათ. ესეც ჩვენი ჩემპიონატი და მერე შესარჩევები რო იწყება იმედით ვუყურებთ:) თელავი სამტრედიას უყურე და სიცილით მოვკვდი
აჰაა
07 ოქტომბერი 2023 14:31
2
მიქას ძალიან ვგულშემატკივრობ და მგონია რომ შეცდა. საბურთალო არაა არც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი და არც სტაბილური, პატარა ფეხის დაცდენას არ აპატიებენ, არანაირი პროექტი და გეგმა აღარ აქვს ხეჩიკაშვილს
გიო
07 ოქტომბერი 2023 12:00
0

სიახლეები პოპულარული