არაბიძის დამატებით ნეიმარის გუნდია დაინტერესებული - საქმეში კიდევ 11 სხვა კლუბია

AutoSharing Option
Sportall-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი არაბიძის დამატებით სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდია დაინტერესებული.

როგორც შევიტყვეთ, ინტერესი ძირითადად საუდის არაბეთის კლუბებიდანაა, არის უკრაინის და სხვა ქვეყნების ვარიანტიც.

საუდის არაბეთის გუნდებთან საუბარი დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს და ამ ქვეყნიდან არაბიძის თამაშის საყურებლად ბათუმის "დინამოსთან" მატჩზეც იყვნენ ჩამოსულნი.

ერთ-ერთი კლუბი, რომელიც გიორგის დამატებითაა დაინტერესებული "ალ ჰილალია", სადაც ნეიმარი და არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ტორპედოს" გუნდის ლიდერის გაშვება არ სურს, თავად ფეხბურთელს კი წასვლა უნდა, სატრანსფერო თანხად კი
დაახლოებით 2 მილიონი ევრო სახელდება.

ქუთაისელელთა რიგებში მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. "ტორპედოს" მიზანია ზორან მარუშიჩის და უსმან კამარას (ორივე თბილისის "დინამო"),  და გორის "დილას" წევრის ალეფ სანტოსისა დამატება, თუმცა სტივ კინის გუნდის რიგებს დაახლოებით 10 ფეხბურთელი დატოვებს.

alt"რატომ არ არის არაბიძე ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ევროპაზე თუ უნდათ ნორმალური გუნდით გამოვიდნენ ბევრად უკეთესი ლეგიონერები უნდა ჩამოიყვანონ, მარუშიჩი, კამარა და სანტოსი საქართველოს ჩემპიონატში ნორმალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ევროპულ დონეს ვერ აკმაყოფილებენ
Anti
10 დეკემბერი 2023 00:02
0
მოკლედ ფულს ათეთრებენ რა სამრეცხაოა იმის ნაცვლად შეინარჩუნო და გაძლიერდე საპირისპიროს როგორ აკეთებენ თან ისეთი გუნდები რომლებიც არც თასებზე თამაშობენ
beqa
09 დეკემბერი 2023 21:21
12
ასეც ვიცოდი კიდე ის მიკვირს აქამდე სად იყვნენ
ემიგრანტი
09 დეკემბერი 2023 20:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული