დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. ეროვნული ლიგის ჩემპიონთა რიგებს მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ანტონ ჩიჩკანი, მცველები - გოგა ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი და საშა ბალიჩი, დანიელი შემტევი ალექსანდარ იაკობსენი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე დატოვებენ. ამას გარდა, უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო იჯარით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი
ბიძინაშვილმაც.

ბათუმელთა რიგებში რჩებიან გიორგი წიტაიშვილი, მეკარე როინ კვასხვაძე, ასევე ვიტინიო და პაატა ღუდშაური. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ "ლელო" წერს, რომ "დინამომ" "დილადან" სამი ფეხბურთელი წამოიყვანა. დემჩენკოს განკარგულებაში მისი სამი ყოფილი შეგირდი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გოისი იქნება. მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისის "დინამოდან" ბარნს ოსეიც გადაიბირეს, ამავე გუნდის თავდამსხმელ და კაპიტან დავით სხირტლაძესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის "შერიფის" 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება - ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორში" თამაშობს.

უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე - თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე - 6-22 თებერვალს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
აკადემია გასაძლიერებელია ამაში ორი აზრი არაა,რეალი და ბარსა მილიონებს ხარჯავენ ფეხბურთელებში და მსოფლიოში საუკეთესო აკადემიები აქვთ.გორიდან მოიყვანს თუ სამტრედიიდან მთავარია ხარისხიანი იყოს და გუნდს გამოადგეს ეგ შენაძენი
ბათუმი
25 დეკემბერი 2023 16:25
1
ბათუმის გორის დილას არა გორის დინამოს კიდე.ნუ სკდებით შურით რადგან უფრო კარგი გუნდია ბათუმი და გორზე ორი თავით მაღლა რო დგას.ევროპაზე რო ვერ გახვედით არ იცით რაღა დაწეროთ.მე გამიხარდებოდა გორის გაძლიერებაც თბილისისაც და ნებისმიერი ქართული გუნდის.ნუ გახდება ბათუმი ჩემპიონი და იყოს ბევრი ძლიერი გუნდი.გყავდეთ იმდენი მაყურებელი რამდენიც ბათუმს ყავს და გექნებათ ყველაფერი
ბათუმი
25 დეკემბერი 2023 16:20
13
რა არის შესაშური ერთ ეტაპს რო ვერ გადის ბათუმი? ან რა გულშემატკივრები? ეგ თავიდან იყო ახალ გახსნილი სტადიონის ეფექტი და მაგიტო დადიოდა ხალხი და ეხლა 2 ათასი კაცი ძლივს დადის. ესე ნეაპოლში წასვლა წინა წელს პრესტიჟის საქმე იყო და წელს აღარ დადიან. რატო გწყინთ ბათუმის გორის დილას რო გეძახიან? ხაართ და...
ქუთაისელი
25 დეკემბერი 2023 20:55
1
Batumeli var da mitydeba, goris dilas garda pegbuteli ver naxet??...ert wreze triali samarcxvinoa:(((
L.J .
25 დეკემბერი 2023 16:18
1
კარგ გუნდს შეკრავს მგონია, დილას თამაშში ხარისხი იგრძნობოდა ბოლო ევროტურნირებზე. ბათუმს უფრო მეტი რესურსი აქვს კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად
რაბუ
25 დეკემბერი 2023 16:14
1
ბათუმის დინამო ჩინური გორის დილაა,
ბაბა
25 დეკემბერი 2023 16:13
1
ნახევარი საქართველო გამიზნულია,შრომისუნარიანი ვისაც ბავშვები უნდა გაეჩინა.
ნახევარი განარკომანებული.
დანარჩენი კიდე ყველა ფეხბურთელს ხო არ "დაბადავს" ზოგი მხატვარს აჩენს,ზოგი მუსიკოსს და ინჟინერს.
ისედაც ცოტა ვართ და 60% მოაკლდა ბოლო 20 წელი დემოგრაფია სავარაუდოდ.
ამიტომაც არ მოდის თაობა ისეთი ხარისხის რაც ჩვენ გვინდა თორე რა გვაქვს ჩამოფასებული უცხოელების სახვეწარი.
ის ვიღაცაა ულოგო ქვია თუ უგოლო,თან თავდამსხმელი ყოფილა და უგოლო როა იმიტოა ბელარუსში
Levani
25 დეკემბერი 2023 15:49
3
ქართველი ფეხბურთელები მაგ უცხოელებს ტექნიკით ჯობნიან მაგრამ რატომღაც სირბილს ვერ სწავლობენ და ვერავინ მიპასუხა რატომ ვერ სწავლობენ სირბილს ქარელი ფეხბურთელების 99%
Levani-ს
25 დეკემბერი 2023 16:40
1
ბათუმის დინამოს მიზანი არ არის ევრო თასებზე წარმატება, ბათუმის დინამოს მიზანი და ოცნება გორის დილად გადაქცევაა, რასაც წარმატებით აკეთებს. სირცხვილია მთელი ქვეყანა თქვენ დაგცინით და ბათუმის გორის დილას გეძახიან.
დოგი
25 დეკემბერი 2023 15:41
12
და საერთო ჯამში მივიღებთ საგრძნობლად დასუსტებულ დილას და ვითომ გაძლიერებულ ბათუმს, რომელიც ევროპაში პირველ ეტაპს ან გადალახავს რის ვაი ვაგლახით ან ვერ გადალახავს საერთოდ... ასე შორს ვერ გავფრინდებით, საჭიროა 3-4 კარგი ლეგიონერი უცხოეთის ნორმალური კლუბებიდან და რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი აკადემიებიდან... ან გამოცდილი კადრების დამატებაც შეიძლება მაკარიძე სად არის? გვილიაც შეიძლება ან ყაზაიშვილს გადაუხადონ კარგი ხელფასი და ჩამოიყვანონ, რომ თამაშობს ეგზოტიკურ ქვეყნებში...
Givi
25 დეკემბერი 2023 15:27
1
ვერ აკეთებენ ტრანსფერებს და ეს ბათუმის პრეზიდენტმაც თქვა ინტერვიუში, 13 ათას დოლარიან ხელფასზე ფეხბურთელი ვერ მოვიყვანეთ სომხეთში წავიდაო. მაშინ როცა გეილის ხელფასი დილაში 4 ათასი დოლარი იყო. ბათუმში ულამაზეს ქალაქში, გამართული ინფრასტრუქტურით რო ხარ და ამ ხელფასზე ფეხბურთელს ვერ მოიყვან რაღაზეა ლაპარაკი? ბუტაფორიული გუნდია ბათუმი, ერთი შეხედვით კაცი იფიქრებს რო მართლა წარმატებას მიახწევს მარა შიგნით არაფერია. მენეჯმენტი ამათ არ აქვთ და მენტალიტეტი. წრეზე ტრიალებენ წლებია, უყურებენ გორის დილას და გონიათ რო დილას ხარჯზე მიახწევენ წარმატებას. ეს ყველაფერი ვაზელინა ჟურნალისტების და ვაზელინა ვეტერანი ფეხბურთელების ბრალიც არის. რო დაჯდებიან გადაცემებში და რო ამბობენ რო ბათუმი ვითარდება რო ვიღაცეებს ასიამოვნონ. რა არის განვითარება? გორის დილადან ფეხბურთელების, მწვრთნელის, მწვრთნელის ასისტენტის და მინდვრის მომვლელის წაყვანა? მერე გავლენ და ტირანები და ლეხები ხევენ შუაზე და სლოვანები კუთხურიდან უტანენ გოლებს. მოვა აგვისტო და ჩაახედებენ სარკეში. მერე იმ კაცსაც ამოუვა ყელში ფულის უაზროდ გადაყრა და ესე დასრულდება ბათუმური ფასადური ზღაპარი. სამწუხაროდ.
asa
25 დეკემბერი 2023 16:08
2
მოდებაძეც წავიდა მეორე მწვრთნელად ბათუმის გორის დილაში.
xxxxx
25 დეკემბერი 2023 14:53
1
Egre sanam unda itrialot ert wreze?batumia tu goris dila?sxvagan ver poulobt fexburtelebs?sanam unda atarot soflis donis chempionati?nutu taoba ara gvyavs?ristvis tardeba 5ligis chempionati? Ristvis dadis amdeni bavshvi fexburtze?aq tu ar gamochnda imdeni fexburteli gundi sheivsos nichierebit mashin daxuret eg akademiebi!!!
Gia
25 დეკემბერი 2023 14:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული