დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. ეროვნული ლიგის ჩემპიონთა რიგებს მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ანტონ ჩიჩკანი, მცველები - გოგა ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი და საშა ბალიჩი, დანიელი შემტევი ალექსანდარ იაკობსენი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე დატოვებენ. ამას გარდა, უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო იჯარით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი
ბიძინაშვილმაც.

ბათუმელთა რიგებში რჩებიან გიორგი წიტაიშვილი, მეკარე როინ კვასხვაძე, ასევე ვიტინიო და პაატა ღუდშაური. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ "ლელო" წერს, რომ "დინამომ" "დილადან" სამი ფეხბურთელი წამოიყვანა. დემჩენკოს განკარგულებაში მისი სამი ყოფილი შეგირდი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გოისი იქნება. მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისის "დინამოდან" ბარნს ოსეიც გადაიბირეს, ამავე გუნდის თავდამსხმელ და კაპიტან დავით სხირტლაძესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის "შერიფის" 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება - ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორში" თამაშობს.

უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე - თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე - 6-22 თებერვალს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ამდენი ლეგიონერი თუ ითამაშებს, რათ გინდათ ასეთი გუნდი. უცხოელების საყურებლად უნდა იაროთ.
0
ბათუმს რო დინამო ეწოდა მერე იყო თბილისის დინამო და გორის დინამოს გყოლიათ თანაც ორჯერ დაიბრუნეთ ეგ სახელი და თუგინდათ ისევ დინამო დაირქვით ფეხბურთელები აღარ გაგექცევიან.ბათუმს იშვიათად ქონია ევროპაზე გასვლის შანსები რადგან ყოველთვის ადგილის შენარჩუნებას ცდილობდა ლიგაში.ბოლო წლებია გაიმართა წელში და მაშინვე აღმოსავლეთიდან წამოვიდა შეტევა არც გამკვირვებია.ფოთიც გადმოვიდა და იმედია დასავლეთის გუნდები გაგიშვებენ მეორე ლიგაში სადაცაა თქვენი ადგილი
ბათუმი
22:44 09-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული