წიტაიშვილმა თავისი მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილს კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" თამაშობს და თავისი მომავლის შესახებ კომენტარი უკრაინულ მედიასთან გააკეთა:

"ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი თავდაჯერების დაბრუნებაა. ზაფხულამდე მნიშვნელოვანია ბევრი სათამაშო დრო მივიღო და კარგი სტატისტიკა გავიკეთო. შემდეგ კი გამოჩნდება. არ ვიცი, რას მეტყვიან, რადგან კიევის "დინამოს" ვეკუთვნი.

არ ვიცი, რას გადაწყვეტენ - ჩემს დაბრუნებას მოისურვებენ, გაყიდვას, თუ ისევ იჯარით გაშვებას. იგორ სურკისს (კიევის დინამოს პრეზიდენტი) დაველაპარაკებით და დავინახვთ, რა იქნება. რა თქმა უნდა,
გეგმები არსებობს, მაგრამ აფიშირება არ მინდა და თავს შევიკავებ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაი რა კლიმენტიჩ, ბათუმის დინამოშიც კი საუკეთესო არა ხარ და ეგრე ნორმალური ვინ წაგიყვანს, ადექი კეთილი ინებე, ვარჟიშებზე ათენ, აღამე ნიჭი და ტალანტი გაქ და შედეგიც მოვა.
ეეე
21:51 05-01-2024
3
ბათუმის დინამოში რომ 90 წუთს ვერ მიიღებ ,კიევის დინამო დაივიწყე .შრომა შრომა და რეჟიმი უნდა მაგ საქმეს .
რატი
23:54 05-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული