ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

AutoSharing Option
26 წლის თავდამსხმელი გიორგი მელქაძე უკმაყოფილო იყო რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭში" სათამაშო დროის სიმცირით და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

"მადლობა ყველაფრისათვის", - დაემშვიდობა "სოჭი" მელქაძეს.

მელქაძე მოსკოვშია დაბადებული. თამაშობდა „სპარტაკში“, „ტოსნოში“, „ტამბოვში“, „ახმატსა“ და „სოჭში“. ის რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 8 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

2023 წლის სექტემბერში მელქაძემ "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ გამორიცხავდა და ახლა ცნობილი გახდა, სად გააგრძელებს კარიერას - Georgian Footy-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ გიორგი ხელშეკრულებას
ბათუმის "დინამოსთან" გააფორმებს.

ადრე მელქაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მოქალაქეობის გამოცვლას არ აპირებდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ვისაც კი ოდისმე სამშობლოს სამსახურზე უარი უთქვია ყველას საქმე უკან უკან წავიდა დაწავა.მე კი არ მინდა-ბუნების კანონია ასეთი!!!!
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
20:09 16-01-2024
1
ეს იძახდა არ მინდა საქართველოო, მე მოსკოველი გრუზინი ვარო..
რა დაემართა ვითომ, ეძინა და საქართველო შეუყვარდა ,?? თუ,?? კვდება რუსეთში ფეხბურთი??, ისედაც არ იყო დონე …
ბათუმს რათ უნდა ფეხბურთელი რომელმაც სოჭში ვერაფერი ქნა?? ნონსენსია რა
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული