"ტორპედომ" "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" აფრიკელი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია.

ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.

კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: "სენტ-ეტიენი", "ცსკა სოფია", "ლუდოგორეცი" და "ვისლა", ხოლო ყაზახურ ორდაბასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
რომელი მეორე ? ერთი გაუშვეს არ ივარგა :-)ისე ყველას აჯობებს ტორპედო წელს და შემდეგი ბათუმი იქნება ,დამარჩენები კი ბალასტია , შემადგენლობებიდან და მართვის სტილიდან გამომდინარე ...
დავითი
21:46 20-01-2024
2
მიდიიით აავსეთ ქართული გუნდები შავებით, რა გენაღვლებათ?
ტარაკნების შემოსევაააა!
21:16 19-01-2024
52
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული