16 მატჩი ნორვეგიის ნაკრებში - ქუთაისის "ტორპედომ" ნიდერლანდებისა და შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ნათამაშები ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" გვაუწყა, რომ 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა.

მას ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის "დენ ჰააგის", "ალკმაარისა" და ბოლოს 2022-23 წლებში "კამბურის" ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის "ულსან ჰიუნდაისთან" ერთად (სამხრეთი კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა "ჰართსში" (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო "როსენბორგსა" (2019) და "მონრეალში" (2021-22).

"ტორპედოს" ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წელს ტორპედო შევა ჯგუფში!!!
რეალური ტრანსფერებია და ალბათ ჩვენი საფეხბურთო ფინანსებისთვის მაქსიმალური!
წარმატებები ტორპედოს!!!
Zura
16:05 24-01-2024
0
როცა ნიუვიჟემა იყიდა ტორპედო თქვა ამ კაცმა
ბევრი არაფერი ვიცი ფეხბურთშიო მაგრამ იცის მენეჯმენტი იცის მართვა. აი ესეთი ხალხია დღეს საჭირო ქართულ ფეხბირთში!!
ეს უვიცი გაუნათლებელი მაგრამ ფეხბურთში ვითომ პროფესორები სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ამ სფეროს და ერთად ვნახავთ მალე შედეგს!მე არ მჯერა მოლდოვა რაიმე სფეროში ბევრად მიმზიდველი იყოს ვიდრე ეს დასალოცი ქვეყანა.ბრავო ტორპედოს ხელმძღვანელობას!
დათო
18:54 24-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული