გვატემალის ნაკრების ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" გადავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გვატემალელი შემტევი დაიმატა, - ამის თაობაზე დედაქალაქური კლუბი ინფორმაციას თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისის" რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ "სუჩიტეპეკესში" დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ "კომუნიკასიონესში" გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ "ანტიგუას" ღირსებას იცავდა.

ოსკარ სანტისი გვატემალის ნაკრების
წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.

სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
:დ :დ :დ :დ :დ :დ :დ :დ :დ რა დრო იყო პატარკაციშვილის რო იყო დინამოო აბსუსს...
simartle
11:50 25-01-2024
1
მარტო გვატემალური ფეხბურთის გრანდში კი არა, აგერ ლიეტუვური ფეხბურთის გრანდში მოთამაშე ლეგენდაც დაგვიმატებია
გიორგი
13:00 25-01-2024
1

სიახლეები პოპულარული