"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - ამჯერად ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრესსამსახური იტყობინება, რომ მათ გუნდში ბრაზილიელი ლეგიონერი ითამაშებს:

"ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიური "დენ ჰააგის" შემადგენლობაში გაატარა. მანამდე "ჰოფენჰაიმში" (გერმანია), "მორეირენსესში" (პორტუგალია), "რიეკაში" (ხორვატია), "პალმეირასში" (ბრაზილია), "აუსტრიასა" და "ზალცბურგში" (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული "დნიპრო 1"-ის ღირსებას იცავდა.

პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა".

ამჟამად "ტორპედო" თურქეთში ემზადება, მეორე შეკრებას კი ესპანეთში გაივლის.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა გჭირთ ხალხო? როგორ ყველაფერში ნეგატივს ხედავთ? არ იყიდიან ვინმეს და არიქა არ იყიდეს, იყიდიან და ეს ვინ მოგიყვანიათო. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელიღაც გუნდი მიზანმიმართულ ნაბიჟებს დგამს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი კარგი სატრანსფერო პოლიტიკა შემოგვთავაზეს. ვაცადოთ, იქნებ გაამართლოს. ყველას გვსურს მბაპეს და ბელინგემის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობდნენ ჩვენს ჩემპიონატში მაგრამ სურვილი და რეალობა სხვადასხვაა სამწუხაროდ. რეალურად ჩვენი ჩემპიონატისათვის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენებია წელს ტორპედოში. იმედია გაამართლებენ და ხელმძღვანელობაც განაგრძობს წლების მანძილზე გეგმაზომიერ განვითარებას, რასაც ვერა და ვერ ვეღირსეთ ქართულ ფეხბურთში. საბედნიეროდ როგორც ვიცი არაბიძეც დარჩა, რომელიც ძალიან დიდი ძალაა და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. რაც მეტი კარგი გუნდი გვეყოლება, ჩემპიონატიც უფრო განვითარდება. მომავალმა თაობამ რომ ისწავლოს, ვისგან უნდა ისწავლოს? თუ რამოდენიმე კარგი გუნდი არ გვეყოლება ჩემპიონატში, რომლებთან თამაშიც ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას შესძენს, ვერასოდეს ვერ გვეყოლება წესიერი ფეხბურთელები და ვერასოდეს ვერ გვექნება კარგი ჩემპიონატი. ვიქნებით მუდამ იმის იმედად, რომ რომელიმე ჩვენი ტალანტი მცირე ასაკში წავიდეს საზღვარგარეთ რომ განვითარდეს. ასე რომ ყველას უნდა გვიხაროდეს საქართველოს ჩემპიონატში რაც მეტი გუნდი განვითარდება და გაძლიერდება. ბავშვთა ფეხბურთი კი მისახედია ნამდვილად და ვისაც არ აქვს ფინანსები და აქვს ტალანტი, რაღაც სასტიპენდიო პროგრამა ან მსგავსი უნდა იყოს, რომ არ დავკარგოთ კარგი მომავალი. ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ და არ გვაქვს არცერთი ტალანტის დაკარგვის უფლება. ქართველებმა ერთი უნდა გავითავისოთ, რომ ყოველდღიურად უნდა ვაშენებდეთ ჩვენს ქვეყანას ჩვენი საქმის პირნათლად შესრულებით. ჩემია შენიობით გუნდში ვინმეს მიყვანა ქვეყანას ანუ საბოლოო ჯამში თიოთოეულს დააზარალებს. ტალანტის და სამართლიანი კონკურენციის მიხედვით უნდა ხდებოდეს ჩამოყალიბება.
სიმართლე უნდა ითქვას
03 თებერვალი 2024 04:28
0
რახან ბრაზილიელია- მაშინ ოოოოო. ვაი თქვენს პატრონს
Gio
01 თებერვალი 2024 19:00
15
Ნეტავ ვცდებოდე,მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვა არაფერი.კარგით და გახდა ტორპედო ჩემპიონი,რაც სულაც არ მეწყინება პირიქით წარმატებებს ვუსურვებ ტორპედოსაც და ყველა ქართულ გუნდს,მაგრამ მერე რა იქნება?გასულ წელს ბათუმი გახდა ჩემპიონი,იმის წინ თბილისის დინამო-ამით რამე შეიცვალა ქართულ ფეხბურთში?ლუქსემბურგის გვეშინია.ვინმე ხაარ დარწმუნებული რო ყაზახებს მოუგებთ ან სომხებს?ან ბათუმი რამეს გააკეთებს ევროპაზე ან სხვა?ისევ შევრცხვებით და ეგ იქნება.
Ყველას გვწყინს დინამო თბილისის ასე დასუსტება,მაგრამ ფიფია მგონი სწორ აზრზეა და გეტყვით რატომაც.კარგით და ჩამოიყვანა სამი ჩისკოს დონის ფეხბურთელი(თავი არ მოვიტყუოთ და უკეთესი დონის ფეხბურთელი აქ არ ჩამოვა).გახდა გუნდი ჩემპიონი.მერე?მერეარაფერი,ევროპაზე თუ 5:0 ვაგებდით,წავაგებთ 3:0 და ეგ იქნება.ქართული ფეხბურთის დონე ამით ვერ აიწევს.ამიტომ მიხვდა ფულის ყრას აზრი არა აქ და სჯობია ისევ მომავალი თაობა გაზარდოს და გაყიდოს და იქნებ ათასში ერთი კვარაც გაზარდოს და გამოადგეს ნაკრებს.
Არადა შესაძლებელია რამდენიმე კვარას დონის ფეხბურთელის გაზრდა.
Ქეცბაიას ინტერვიუს ბევრი ნახავდით:500 მანეთი გადაიხადა მამაჩემაო რო ალბათ ნორჩ დინამოელში ავეყვანეთო.აზზრზე ზართ რამდენ ნიჭიერს არ ექნებოდა იმის საშუალება ჯერ კიდევ მაშინ რო 500 მანეთი გადაეხადა. Და თქვენ წარმოიდგინეთ კომუნისტების დროს რო ასეთი კორუფცია იყო ფეხბურთში ეხლა რა ხდება?მაშინ კიდევ ქეცბაიას მამის მსგავსად იმის საშუალება მაინც ჰქონდა ხალხს რო მოტოციკლეტი გაეყიდა და ეხლა ხო ისიც არა აქვს ხალხს.არადა ქართული ფეხბურთი დაკარგავდა ქეცბაიას მამამისს მოტოციკელეტი რო არ ჰქონოდა და ვინ იცის რამდენი ნიჭიერი დაიკარგა.
Უარესი კორუფციაა ბავშვთა ფეხბურთში,აკადემიებში შედიან ბავშვები მხოლოდ შეძლებული ოჯახებიდან არადა ყველა ტალანტი ღარიბი ოჯახებიდან მოდის.იმიტომ რომ მეტი დუხი აქვთ და არ დამიწყოთ ასე არ არიო.
Მოუსმინეთ მორაგბე დავით ზირაქაშვილს-საფრანგეთში ვინც ჩავედით ბიჭები მშივრები ვიყავითო.მშივრები სპორტულადაც და პირდაპირი მნიშვნელობით.
Ხოდა ფიფია უფრო კაი საქმეს გააკეთებს თუ უფასოს გახდის ფეხბურთზე ვარჯიშს,მკაცრად გააკონტროლებს კორუფციას აკადემიაშიც და მთავარ გუნდშიც და მერე ნახავთ რამდენი ვარსკვლავი გაიზრდება ქართულ ფეხბურთში.მერე კი ხარისხიანი ლეგიონერებიც ჩამოვლენ.
Არავინ არ იძახი რო რეალურად ესაა მიზეზი წარუმატებლობისა ფეხბურთში,ყველა-პრეზიდენტებიდან დაწყებული მწვრთნელებით დამთავრებული ყველა უფულობას ასახელებს მიზეზად იმიტომ რო მეტი მეტი ფული მოტეხონ.
jordan beli
01 თებერვალი 2024 13:23
15
ეს გაძლიერება კიარა დასუსტებას უფრო ნიშნავს. ტიპს რეალურად 2023 წლის აპრილის მერე არ უთამაშია. ეს სანამ ფორმას აკრიფავს, მანამდე დინამო ბათუმი 6-7 ქულით წინ გაიჭრება.ევროტურნირზე კი უთამაშებელი ფეხბურთელის იმედზე გუნდი რომგორ უნდა იყოს
რეალისტი
01 თებერვალი 2024 12:33
16
ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომელიც რეალურად ძალიერდება. დანარჩენები სუსტდებიან, თან ძალიან.
ki batono
01 თებერვალი 2024 10:58
0
ამ უცხოელების სივის მიხედვით ჩამოყვანას, საკუთარს გაუფრთხილდეთ არ ჯობია? არა მგონია 2 წლის უთამაშებელმა ვინგერებმა არაბიძეზე ან თუნდაც ათამაშებულ ბუღრიძეზე უკეთესი შედეგი დადონ.თანაც უკვე არაბაც თუ წავიდა, ტორპედოს ცაცია თავდამსხმელი საერთოდ არ ეყოლება..
kaxa
01 თებერვალი 2024 10:50
2
არ ვნერვიულობ, უბრალოდ, ტრანსფერმარკეტს თუ დავუჯერებთ ყველა ლეგიონერი მემარჯვენეა.
kaxa
01 თებერვალი 2024 11:47
0
იქნება ახალი ლეგიონერებიდან რომელიმე ცაცია არის წინასწარ რატომ ნერვიულობთ?
Pepelu
01 თებერვალი 2024 11:10
0
არაბიძისნაირი მაინც არცერთი არაა,არაბიძე თუ წავიდა მაინც დასუსტდება გუნდი.
თემო
01 თებერვალი 2024 08:24
3
ყველაფერს გავაკეთებდი და არაბიძეს დავტოვებდი
Vasili
01 თებერვალი 2024 01:39
2
არაბიძე არ გაუშვათ გთხოვთ დიდი ძალაა.
რაბუ
01 თებერვალი 2024 01:00
1
ღმერთმა ქნას რეალურად გაძლიერდეს "ტორპედო" და სხვა ჩვენი კლუბებიც.არა მგონია,ტორპედოს პრეზიდენტი უზარმაზარი თანხის პატრონი იყოს,მაგრამ ნახეთ, რა საქმიანად და პრიფესიონალურად უძღვება საქმესა და ნაკისრ ვალდებულებებს?
ნუთუ ჩვენში,ამდენი მდიდარი ადამიანის,ბიზნესმენის ქვეყანაში,რამოდენიმე ვერ მოიძებნა ისეთი, ჩვენს გუნდებს რომ საქმიანად უპატრონონ?გაძლიერების შედეგად,მომგებიან ბიზნესპროექტს,დადებით უკუგებას ხომ მიიღებენ?!მათთვისაც ჯარგო იქნება და ჩვენი ფეხბურთვისთვისაც...
ეჰ,რამდენჯერ თქმულა ეს ყოველივე საუკეთესო დასაბუთებით,მაგრამ წინ ვერა და ვერ წავწეულვართ.
მაგრამ,როგორც ამბობენ,იმედი ბოლოს კვდებაო.მეც მჯერა ამისა.
აქედან გამომდინატე,იქნებადა და წელს მაინც?!!!ასემც ყოფილიყოს!
მერაბი
31 იანვარი 2024 22:57
0

სიახლეები პოპულარული