უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებმა პლეი-ოფში თამაში დაიმსახურეს - ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში B1 ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს. პარიზში ჩატარებულ კენჭისყრაზე კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა:

"სინამდვილეში წილისყრისგან არაფერს არ ველოდი, ვინაიდან ახლა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც ყველა ამ გუნდზე ინფორმაციას შევაგროვებთ. ვთვლი, რომ ამჟამად მარტის გამოცდებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

ჩეხეთისა და ალბანეთის მატჩებს ბევრჯერ ვუყურე, საქართველოსას - ნაკლებად. ალბანელები ძლიერად თამაშობენ, ევროზე გასვლა დაიმსახურეს, ისევე, როგორც ჩეხებმა, აგრეთვე - ქართველებმა, რომლებიც შესარჩევის პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული
ბრძოლა იქნება.

დიახ, პლეი-ოფისათვის მომზადებაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. იქიდან ევროპირველობაზე გაღწევის შესაძლებლობა ყველას აქვს. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი ნაკრებებს უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვთ. ჩვენი ამოცანა ლიგა A-ში დაბრუნება იქნება? დიახ".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ობიექტირად უკრაინასაც და ჩეხეთსაც ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავთ. მაგრამ ჯერ ეგ ერთი, ეს არ ნიშნავს რომ შანსი მათთან არ გვაქვს, და მეორეც, ორივე ამ გუნდს, განსაკუთრებით კი უკრაინას , შესარჩევიდან გასვლის კარგი შანსი ექნება, რაღაც საშინელ ჯგუფში თუ არ მოხვდა. ხოდა ეგ დამატებითი შანსია ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში მეორე ან მესამე ადგილითაც კი გვექნება გასვლის შანსი.
არტ
10 თებერვალი 2024 10:56
1
შესარჩევიდან პირდაპირ მხოლოდ 12 ჯგუფების პირველადგილოსანი ნაკრებბეი გადის მსოფლიოზე და იმის გათვალისწინებით რომ ერთა ლიგის A ლიგაში 16 ნაკრებია და უმეტესწილად სწორედ ისინი დაიკავებენ იმ 12 საგზურს, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინა მთელ ძალისხმევას სწორედ ერთა ლიგაზე გადაიტანს.
თანაც, მსოფლიოს შესარჩევი ჯგუფები, მხოლოდ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ გაირკვევა და B ლიგის პირველ–მეორე ადგილოსანი სულაც ერთა ლიგის ფინალებამდე არ ებმება მსოფლიოს შესარჩევში, არა მგონია ძლიერმა გუნდებმა მსოფლიოს შესარჩევის ანაბარა დატოვონ თავისი ბედი. მითუმეტეს უკრაინელთა მწვრთნელმა თქვა რომ მათი მიზანი უძლიერესთა შორის ანაცვლება და პირველი ადგილის დაკავებაა ჯგუფში.
რაც შეეხება ვარაუდს, მესამე ადგილზე გასვლა თუ მოგვცემს მსოფლიოზე გასვლისთვის ბრძოლის შანსს, მოდი საკითხი ასე დავაყენოთ:
მსოფლიოზე ჯამში გადის ევროპიდან 16 ნაკრები, აქედან 12 პირდაპირ, რაც ზემოთ ავღნიშნე. პლიუს – მსოფლიო შესარჩევი ჯგუფების 12 მეორეადგილოსანი, ერთა ლიგის იმ 4 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, რომლებიც აღნიშნულ 24 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ, გაითამაშებენ მსოფლიო შესარჩევის დასრულების შემდეგ ფლეი–ოფს დარჩენილი 4 საგზურის გამოსავლენად.
ელემენტარული არითმეტიკაა: 24 საუკეთესოს შორის სავარაუდოდ იქნება, მცირე გამონაკლისის გარდა, ერთა ლიგის უმაღლესი დივიზიონის ყველა 16 + მეორე ანუ ჩვენი B დივიზიონის 8 საუკეთესო ნაკრები, ანუ 1–2 ადგილოსნები. თუ ასე დალაგდა ყველაფერი, კი ბატონო გვექნება შანსი მსოფლიოსთვის ბრძოლისთვის ჯგუფში მესამე ადგილითაც ჩეხეთისა და უკრაინის შემდეგ. მაგრამ, ტყუილად არ ვახსენე გამონაკლისები. აუცილებლად ვიღაც, როგორც B ასევე შესაძლოა ქვედა С ლიგიდანაც(მაგ. შვედეთი) მსოფლიოს შესარჩევიდანც მოხვდეს საუკეთესო 24–ში. ამ შემთხვევაში ერთა ლიგის B ჯგუფის მესამეადგილოსანს, ანუ საქართველოს, თითქმის აღარ ექნება შანსი გააგრძელოს ბრძოლა 2026 წლის მუნდიალისთვის ერთა ლიგიდან.
უცნობი
10 თებერვალი 2024 11:34
1
ობიექტირად უკრაინასაც და ჩეხეთსაც ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავთ. მაგრამ ჯერ ეგ ერთი, ეს არ ნიშნავს რომ შანსი მათთან არ გვაქვს, და მეორეც, ორივე ამ გუნდს, განსაკუთრებით კი უკრაინას , შესარჩევიდან გასვლის კარგი შანსი ექნება, რაღაც საშინელ ჯგუფში თუ არ მოხვდა. ხოდა ეგ დამატებითი შანსია ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში მეორე ან მესამე ადგილითაც კი გვექნება გასვლის შანსი.
არტ
10 თებერვალი 2024 10:56
1
ჩეხეთიც და უკრაინაც,ფიზიკურად უაღრესად ძლიერი,მობილური და ტექნიკურდაც საკმაოდ ძლიერი,ორგანიზებული ნაკრებია და მათთან ბრძოლა,ჩვენთვის უძნელესი საქმე იქნება.ორივე ნაკრები საჯარიმოს გარედანაც სახიფათოა და ჩვენი საყრდენი ზონის სისუსტის ფონზე,ამ დარტყმების დაბლოკვას რამდენად შევძლებთ,დიდი კითხვის ნიშანია.მთელი ნაკრები,ფიზიკური კონდიციების პიკზე უნდა შეხვდნენ,ამ თამაშებს.თანაც მთელი შემადგენლობა.მოკლედ რომ ვთქვა,ასე გავლით,ჩვენი ნაკრების ჯგუფში გამარჯვების დიდი იმედი არ მაქვს,თუმცა ჯგუფში ადგილის შენარჩუნება,უნდა შევძლოთ.უკრაინას გამარჯვებას და ომის დამთავრებას ვუსურვებ,თუმცა ვთვლი,რომ ამ ომის უკვე დაწყებით,რუსეთიც და უკრაინაც დამარცხებულია. ამას,ომის დამთავრების შემდეგ,უფრო მწვავედ იგრძნობენ.
სოსო
09 თებერვალი 2024 21:33
2
რუსეთს რომ თავისი სიდიადის აღდგენის მანია აწუხებს სულაც არ გამორიცხავს ამერიკელთა ქმედებებს.
არ დაპირებოდნენ უკრაინას ნატოში შესვლას, აეძულებინათ შეესრულებინა მინსკის შეთანხმებები და დონბასის ავტონომია ეღიარებინათ უკრაინის ფარგლებში, რაშიც შუამავლებად თვით ნატოს ქვეყნები, გერმანია და საფრანგეთი მონაწილეობდნენ და არ იქნებოდა ომი, ამდენი დაღუპული და 10 მილიონი ლტოლვილად ქცეული უჯრაინელი, დანგრეული ქალაქები. კი იქნებოდა უკრაინა ბელორუსი N2, როგორც თვით უკრაინელები იძახიან, მაგრამ რის ფასად?
სტალინი – სტალინს
10 თებერვალი 2024 18:33
1
აბა, აბა სულ ამერიკამ ჩაუდო რუსებს ავადმყოფ იმპერიულ თავებში სესერეკას ანუ რუსეთის იმპერიის აღდგენის სურვილი. და უკრაინელებსაც ვიღაც სხვამ შთააგონა სურვილი შეენარჩუნებინათ თავისი ქვეყანა და თავისი უკრაინელობა . რუსეთი ავადმყოფი ქვეყანაა რომელსაც სხვისი ტერიტორიების მითვისების ავადმყოფური ლტოლვა ქონდა საუკუნეების მანძილზე და დღემდე არ შეცვლიათ, ამერიკის პროვოცირებული არა ტოროლა! და არ გინდა ახლა ერთი ერიო... არაფერი ერთი ერი ეგ არ არის. ეგრე ყველა სლავური ენა ერთმანეთს გავს. და რა ყველა სლავი რუსია? აბა უთხარი ხორვატს, ან პოლინელს, ან ბულგარელს რუსები ხართო და მერე თუ გაასწრებ, კარგი სირბილი გცოდნია )))
სტალინს
10 თებერვალი 2024 15:15
1
ყველა გამოხმაურება
შეშვით ამ პოლიტიკას აქ და სპორტზე ისაუბრეთ, სიმართლ მწარეა, მაგრამ უკრაინა ყოველთვის გვჯობდა, გინდა დინამოების დაპირსპირებიდან დღემდე ნაკრებების დაპირისპირებით, ეხლა იმედია ჩვენ მოუგებთ, მაგრამ რო მოგვიგოს უკრაინამ ორივე არ იქნება რამე უცნაური, ძალიან ძალიან ბევრად უკეთესი ნაკრები ყავს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
გოგა
09 თებერვალი 2024 17:32
6
გაიხარე!
სტალინი
10 თებერვალი 2024 18:45
0
უკაცრავად გამომრჩა, 16 ნოემბერს ვმასპინძლობთ უკრაინას!
სტალინი
09 თებერვალი 2024 16:28
1
ცნობილი გახდა შეხვედრების კალენდარიც:
ტურნირს ჩეხეთთან 7 სექტემბერს მასპინძლობით ვიწყებთ, შემდეგ 10 სექტემბერს ალბანეთს ვსტუმრობთ, შემდეგ ვთამაშობთ 11 ოქტომბერს გასვლას უკრაინასთან და სამი დღის შემდეგ 14 ოქტომბერს ვმასპინძლობთ ალბანეთს. ტურნირს ვამტავრებთ ორი შეხვედრით ნოემბერში. ჯერ ვმასპინძლობთ 16 ნოემბერს და ბოლოს მივდივართ სტუმრად ჩეხეთში. ანუ ვიწყებთ და ვამთავრებთ ჩეხებით
სტალინი
09 თებერვალი 2024 16:23
2
სამწუხაროდ, უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით... ძნელია საიმედო პროგნოზის გაკეთება!!!
tngh
09 თებერვალი 2024 13:53
13
ახალგაზრდული ნაკრები რომ მართლაც უმძიმეს ჯგუფში მოხვდა პორტუგალია ნიდერლანდები ბელგიასთან და პირველ ადგილზე გავიდა თანაც ხვიჩას და ჟორჟიკას გარეშე როგორ ახსნით.მე ამ ჯგუფში ფავორიტი საქართველო მგონია რაც უფრო მაშინებს.
გიორგი
09 თებერვალი 2024 14:39
3
ერთ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი.
თუ შემოდგომამდე უკრაინის სახელმწიფო ჩამოიშლება და შესაბამისად მათი ნაკრებიც მოიხსნება გათამაშებიდან, მაშინ შანსი გვექნება ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და 2026 წლის მსოფლიოზე ბრძოლის გაგრძელებისა, თორემ A ლიგის მესამე ადგილოსანთან, თუნდაც უნგრეთი ან პოლონეთი, ორი მატჩის ჯამში მომგები ჩვენ არ ვართ რომ უძლიერეს ლიგაში ავინაცვლოთ.
მართალია, სხვის უბედურებაზე ხეირი კარგი საქმე არაა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სპორტში უახლოეს წარსულში არაერთხელ უკვე მოხდა:
1) არ დავაკნინებ ხელბურთელების უნგრელებთან გასვლაზე მიღწეულ წარმატებას, მაგრამ უნდა იტქვას, რომ ხელბურთის ევროზე რუსეთის და ბელორუსის ძლიერი ნაკრებების, რომლებიც ამ გათამაშების მუდმივი მონაწილენი იყვნენ, ჩახსნის შემდეგ დავიკავეთ მათი ადგილი.
2) კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც პირდაპირ რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის გამო გავედით, თორემ ესპანეთთან და იტალიასთან ერთად შესარჩევ ჯგუფში რუსეთი უნდა ყოფილიყო და ისლანდიის სუსტ ნაკრებთან სახლში ვერ მომგები, არა მგონია ასეთ ჯგუფში მესამე ადგილზე გავსულიყავით
3) წყალბურთელებს ვერ დავუკარგავ გარჯას, მაგრამ ერთხელ იქაც, 2022 წლის აკუსტიკის მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების მსოფლიო 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც რუსეთის ნაკრების ჩახსნის შედეგია და ბოლოს
4) ფუტზალშიც გვქონდა მსოფლიოზე გასვლის შანსი ახლახანს, რუსეთის ძალიან ძლიერი ნაკრების დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი ლეგიონერები ვერ დათვალა და უკვე ჩვენ ჩაგვხსნეს შესარჩევიდან.
და ისმის კითხვა, თუ ამდენჯერ ვიხეირეთ რუსეთის ჩახსნით, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ უკრაინის ჩახსნით?
წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვართ ჩვენ არც ჩეხეთზე და მითუმეტეს არც უკრაინაზე ძლიერები ფეხბურთში და მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მესამე ადგილისთვის ალბანეთთან, რათა პირდაპირ არ დავქვეითდეთ ქვედა ლიგაში და მერე ასევე იქ გავარდნისგან C ლიგის მეორეადგილოსანთან ჩრდ.ირლანია იქნება ის, სლოვაკეთი თუ სომხეთი, ასევე უშეღავათო ბრძოლა
სტალინი
09 თებერვალი 2024 12:51
34
გოჩას
შენ იყავი შემდეგი და მე არ ვაპირებ , გინდაც არათუ უკრაინა , არამედ პოლონეთიც ჩამოიშალოს . მართლა ეგრე თუ გჯერა , რომ უკრაინაზეა ჩვენი ყოფნა-არ ყოფნა დამოკიდებული , რას უზიხარ აქ , რატომ არ მიდიხარ უკრაინაში საომრად ??? ჩვენი საქმე აქ , ჩვენთან წყდება და არა უკრაინაში , რუსეთში , ან ამერიკაში . კარგად დაიმახსოვრე ეს !
gpi
09 თებერვალი 2024 17:30
7
და ვინ გითხრა რომ ჩამოიშლება, უკრაინა თუ ჩაბარდება, შემდეგი ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა პუტინისთვის, დააფინანსა ამერიკამ 60 მილიარდით არამგონია ეგრე დათმოს უკრაინამ
გოჩა
09 თებერვალი 2024 15:44
7
თუ ვერ გადახვედით A ჯგუფში, ბორელს დაურეკეთ და გადაგიყვანთ!
მწვრთნელი
09 თებერვალი 2024 12:07
16
კომენტარების მიხედვით და არა მარტო, ისე გამოდის, რომ უკრაინა/უკრაინელებია საქართველოს ყველაზე დიი..დი მტერი ...
მართლა "რა(ღაცა) გჭირთ, ტო" ?!
შენი ლოგიკა ...
09 თებერვალი 2024 11:18
17
უკრაინა არა, ამერიკის შეერთებული შტატები
სტალინი
09 თებერვალი 2024 12:33
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული