დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
არცერთი ნორმალური მწვრთნელი არ ათამაშებდა კვირკველიანაირ ფეხბურთელს ასეთ გადამწყვეტ თამაშებში, მითუმეტეს, თუ ირანის ჩემპიონატის საუკეთესო დამცველი გყავს თადარიგში. შეიძლება, რომ დღევანდელ ფეხბურთში დამცველმა ფეხით თამაში არ იცოდეს და მარტო თავით თამაშობდეს? ასეთი კვირკველია. ლოჩოშვილი სულ ძირითადშია თავის კლუბში. ხოჭოლავა, გველესიანი ლოჩოშვილი... ამათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.
10 თებერვალი 2024 22:15
5
სსამწუხაროდ ქართველებმა ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოთა მენტალიტეტს.
დაიშალა საბჭოეთი მაგრამ ტვინით ისევ იქ ვართ.
სადაც არ შეიძლება განსხვავებული აზრი, არ შეიძლება ფიქრი, არ გაქვს უფლება თქვა და იმოქმედო ნებართვის გარეშე.
თქვა კაცმა თავის აზრი, მცდარია თუ მართალი ამას არ აქვს მნისვნელობა და დაუბარებიატ ზემოთ და პასუხი მოითხოვიათ :)
las
11 თებერვალი 2024 08:53
2
აი ამის და ფიფიასნაირი ხალხი რომ იქნება საქართველოს ორი უპირველესი გუნდის სათავეში რა უნდა მოთხოვო მათ?და ეს ააწყობს ბათუმს?მეტი არაა ჩემი მტერი.რა თქვა ტყუილი?ის თქვა რაც ისედაც აბსოლუტურად ყველამ კარგად იცის.რაღა დროს კაშია და კვირკველიაა მართლა???
Master
11 თებერვალი 2024 14:18
0
თქვენ ოღონდ უკრაინელზე ნუ მოგასმენიონ ცუდი და გადაუვლით ყველა ქართველს
მმმ
11 თებერვალი 2024 15:25
9
ა, უკრაინელი რომაა, უნდა ვაგინოთ?! მაგას ტროლ-კანტორის ბიჭებმა და გოგოებმა აგინონ. მაგაში უხდიან ორ კაპიკს
ციციკორე
16 თებერვალი 2024 11:07
1
ფედერაცია ისეთ "ხოდზეა" მალე ყველას მოგვახდევინებენ ბოდიშს მათი კრიტიკისთვის!!!
!!!
11 თებერვალი 2024 17:16
1
ესეც კარგი მეზღაპრე ყოფილა. მეგონა გუნდს დააყენებდა და ყოველ წელს ათრევენ შესარჩევზე ჭე კლასები
რაბუ
11 თებერვალი 2024 01:20
1
გორის დილა-ს ვითომ გულშემატკივრებო-ძაღლები ყეფდნენ ქარავანი მიდიოდა თუ გაგიგიათ?)))აღარ დაიღალეთ წუწუნით, თუ პირველი შემთხვევაა თქვენი გუნდიდან ფეხბურთელის წასვლა???
კახა
10 თებერვალი 2024 22:51
10
დემჩენკო ხომ იმიტომ გყავთ უკრაინელი როა,ჰოდა აიტანეთ კიდევ ერთი მორიელური მადლობა,მადლია თქვენზე.მაინც არაფერი გეშველებათ
ჯუდო
10 თებერვალი 2024 21:17
41
ნეტა არ ახურებდე, რა უკრაინელობის გამო ყავთ! აზრზე არ ხარ. ძლივს წაართვეს ეგ კაცი გორის დილას, სადაც მშვენიერი შედეგი ქონდა.გაგებაში არ ხარ და წერ.
)))
10 თებერვალი 2024 22:38
4
რუსეთუმეებო მოკეტეთ!
გენა
10 თებერვალი 2024 21:48
5
გეგუჩაძეების და ჭიაბრიშვილების მეტი დონის არავინ უნდა გაეკაროს ელიგას.
..
10 თებერვალი 2024 20:55
2
ყოველთვის ამდენი კრიტიკა ნაკრების მცველებზე კაშიასა და კვირკველიაზე როგორ შეიზლება , ფლეიოფების წინ ფეხბურტელებს ფსიქოლოგიურად ანადგურებთ, ამ ხალხს არ გინდათ წარმატება და სიხარული. ზალიან გთხოვთ დაასახელეთ ამ წუთას მათი შემცვლელები ვინც დაიკავებს და გამოადგება ნაკრებს ერთ თვეში.
გია
13 თებერვალი 2024 14:03
2
საბა საზანოვი!!!! რომელიც საუკეთესო იყო ევროპის ახალგაზრდულში
გიორგი გველესიანს მიცა ვინმემ შანსი? კაცი აზიის საუკეთესო მცველად დაასახელეს ბოლოსდაბოლოს
ბიძინა
27 თებერვალი 2024 14:53
0
კომენტარებს ვკითხულობ და მიხარია უმრავლეაობა საღად აზროვნებს,მომეცა ცოტა იმედი იქნებ ქვეყანაც გადარჩეს
Qomagi
11 თებერვალი 2024 16:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული