ტრიბუნები არ გაივსო, ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახობრივი, პირველ ტაიმში მასპინძლები სენეგალელმა ნახევარმცველმა გომისმა დააწინაურა, რომელიც შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს. შესვენების შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ტურში, 6 მარტს „კოლხეთი“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 7 მარტს გასვლაზე „გაგრას“.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - კოლხეთი 1:0
გოლი: გომისი (11)