ეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნა.

ტრიბუნები არ გაივსო, ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახობრივი, პირველ ტაიმში მასპინძლები სენეგალელმა ნახევარმცველმა გომისმა დააწინაურა, რომელიც შეხვედრის დაწყების წინ სტადიონზე სხვა ახალწვეულებთან ერთად წარადგინეს. შესვენების შემდეგ თამაში უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და ჩემპიონმა გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურში, 6 მარტს „კოლხეთი“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 7 მარტს გასვლაზე „გაგრას“.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - კოლხეთი 1:0
გოლი: გომისი (11)

alt

ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ბათუმის "დინამომ" 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 12 /
მითი იმაზე რო ბათუმში თამაშებზე ბევრი ხალხი დადის კიდევ ერთხელ დაიმსხვრა, ეს იყო სამი წლის წინ ახალი სტადიონის ეფექტი, ამ რაოდენობის ხალხი ხო ქუთაისში, გორში და თელავშიც დადის. აქვე გორის დილას გულშემატკივრებს ვულოცავ ბათუმის მოგებას. ნახევარი გორის დილა თავისი სამწვრთნელო სტაფით ბათუმშია.
მითი
00:48 02-03-2024
2
ესეთი ფეხბურთის სანახავად მე პირადად უფასოც რო იყოს არ მივალ საყურებლად, კიდე საკმაოდ ხალხი მივიდა
ეე
23:34 01-03-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული