სანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეორე ტურში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“-თან მართლაც სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც მალე, 21 მარტს, ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. სავარაუდოდ, ქუთაისში ფრანგი სპეციალისტის ვიზიტის მთავარი მიზეზი მასპინძელთა შემტევის, გიორგი არაბიძის თამაშზე დაკვირვება იყო.

სტუმრებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს და „ტორპედო“ ერთხელ ხარიხამ, ორჯერ კი მეკარე კლიაიჩმა იხსნა. შემდეგ რეალური მომენტი „ტორპედოს“ ჰქონდა, როდესაც ჟორჟინიომ ბურთი მცველს აართვა, ლამაზი დრიბლინგით მეკარე კუპატაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ
უწია. კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ძალიან შორიდან დალაშქრა კლიაიჩის კარი და დედაქალაქელები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოხრეიძემ დუბლი შეასრულა. მან მერე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედო“ შტურმზე გადავიდა. იონსენს გატანა კუპატაძემ არ დაანება, კონტრიერიშზე კი საჯარიმოში სილა კლიაიჩმა წააქცია და შ. ნონიკაშვილმა პენალტით ანგარიში გაზარდა. მალე არაბიძის პასით ნინკოვიჩმა სხვაობა შეამცირა. ბოლოს იონსენმა გაიტანა. შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და საბოლოოდ ტაბლოზე 2:3 დაფიქსირდა.

„ტორპედო“ 10 მარტს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „იბერია 1999“ იმავე დღეს „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - იბერია 1999  2:3
გოლები: 0:1 კოხრეიძე (45+3), 0:2 გ. კოხრეიძე (49), 0:3 შ. ნონიკაშვილი (84, პენ), 1:3 ნინკოვიჩი (86), 2:3 იონსენი (90+3)

დღეს „სამტრედიასა“ და „კოლხეთის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - კოლხეთი 1:1
გოლები: 0:1 ლ. კოხრეიძე (38), 1:1 უბილავა (86)
გაძევება: ტიამი (77, კოლხეთი)

მკითხველის კომენტარები / 50 /
ეს სახელების გაფარქმევს-გადმირქმევა პირდაპირი დიაგმოზია არასერიოზულობის და უპერსპეატივობის
Rezo
07 მარტი 2024 12:51
2
მოიგო მიქაძემ, ბრავო! კინი ? გიგაურის არყოფნაში მანჯგალაძე დაიჩაგრა ცენტრში! დაცვას ხანდახან ძინავს. ბრაზილიელები ცოტა სუსტები არიან , მაგრამ პასებიც არ იყო! არაბიძე მარტო ვერ იბენს. კოხრეიძე დაბრუნდა კარგია. კლიაიჩი ცოტა აიჭრა. კუპატაძე ნორმ არგასაშვები არ გაუშვა. ეს ფეხბურთზე არა ფეხბურთზე - ნონიკაშვილი , მამაცაშვილი... მსახიობების დასტაა ფეხბურთი კარგად გამოსდით მაგრამ კაცობაში აიჭრნენ. ბოლო ეპიზოდზე არაფერს ვამბობ (პატარაა ისწავლის - წითელით უფრო ისწავლიდა) . ვინც უფრო მოინდომა მოიგო ფაქტი ესაა.
დავითა აღმაშენებლიდან
07 მარტი 2024 11:09
0
გეთანხმები.წითელი რომ არ მისცა,მსაჯის აშკარა შეცდომა იყო.პატარა ბიჭია და დაინდო?ასეთ რამეებს რომ ატარებენ,ამიტომაა ევროპაში უამრავ წითელ ყვითელ ბარათებს რომ ვიღებთ და არც გვესმის,რატომ გვაძლევენ.დარწმუნებული ვარ,მწვრთნელი მაგაზეც დაელაპარაკება ბიჭებს.მსაჯის შეცდომად ვთვლი იმასაც,რომ დროს გაყვანის მიზნით აშკარა სიმულაციებსაც ატარებდა.მსაჯობის ხარისხს,ბარათების რაოდენობა კი არა,მისი დროულობა განსაზღვრავს.დროზე მიცემულმა ბარათმა,შესაძლოა შემდგომში,მრავალი ბარათის ჩვენება აგაცილოს,თამაშიც ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანოს და მაყურებლის ქცევაც,მისაღების ფარგლებში დატოვოს.
ამ თამაშმა გვიჩვენა,რომ ტორპედოსაც და საბურთალოსაც შეუძლიათ კარგი თამაში,თუმცა სამუშაო და გამოსასწორებელიც უამრავი აქვთ.ორივეს უკეთეს თამაშს და წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
07 მარტი 2024 12:01
0
იმედია არაბიძეს ამ ერთი თამაშით არ შეაფასებს
რაბუ
07 მარტი 2024 10:26
1
ლამაზი გოლები გავიდა,მაგრამ წესით, ასე თავისუფლად დარტყმის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ.ეს ორივე გუნდს შეეხება.ორივე გუნდს ბევრი აქვს სამუშაო დაცვის დალაგებაზე.შეტევა რომ კარგად შეუძლიათ,ამ თამაშიდანაც ჩანდა და კიდევ უფრო შეთამაშდებიან.ემოციების ასე ამოფრქვევა,ნამდვილად არ შეჰფერით ფეხბურთელებს,გულშემატკივრის მხრიდან ასეთი აგრესია კი,უკვე აღარ ვიცი.ასე მგონია,მათ ფეხბურთი კი არა,ბოღმის ამონთხევა სურთ,სტადიონზე.არ შეიძლება ასე,ხალხო!იქ მისული გულშემატკივრის ნახევარს,გულზე ალბათ ჯვარი ჰკიდია და პირჯვარსაც იწერენ.ამას გვასწავლის ქრისტიანობა?სპორტია,აზარტი,ემოციებიც დუღს,მაგრამ მის გამოხატვასაც ხომ აქვს საზღვრები?საიდან, ამდენი ბილწსიტყვაობა?!იმის გამართლებას,იმის გამტყუნებას,აზრი არა აქვს.ყველანი ვტყუივართ.ისინიც კი,ვინც იქ არ ვიყავით.ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ იწყება და ცოტა თავიდანვე თუ არ შევიზღუდეთ თავები,მალე ისევ ქვების სროლაზე და ცხვირპირის ლეწვაზე გადავალთ.
!
07 მარტი 2024 09:54
0
ასე ცალმხრივადაც ვერ განვსჯი ქომაგებს. სპორტია და აქ ორმხრივი პასუხისმგებლობაა. ფეხბურთელებმაც არ უნდა აკადრონ მაყურებელს უკადრებელი. სიმულაცია ყველგან ხდება და ეს მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის სენი არ არის მაგრამ, რაც იბერიას ფეხბურთელებმა გააკეთეს ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა. მსაჯის დამსახურება უფრო არის ეგ ყველაფერი. ზედმეტად ლმობიერი იყო. არასპორტული საქციელისათვის წითელი იყო მისაცრმი, სიმულაციისათვისაც იყო ბევრი გასაფრთხილებელი. ფაქტია მსაჯს სადავეები გაექცა და ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე. რას ნიშნავს ახალგაზრდაა და დაინდო? მაშინ მოდი 30 წლამდე არ მივცეთ ხოლმე ბარათი. სამართლიანად უნდა შეეფასებინა და ვისაც რა ფერის ბარათი ეკუთვნოდა უნდა მიეცა. შემდეგში მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენდა. როგორც საკუთარი გუნდის გულშემატკივარს არ აკადრებ ზედმეტს, ისე არ უნდა აკადრო მეტოქე გუნდის გულშემატკივარსაც. თქვენ ინგლისში არ გინახავთ ეტყობა როგორი რეაქცია აქვთ სიმულიანტ ფეხბურთელებზე. საკუთარი გულშემატკივარი უწყობს ობსტრუქციას. გასაგებია დღევანდელ ფეხბურთში ზოგიერთმა თეატრის ელემენტებიც შემოიტანა მაგრამ მოედანი თეატრალურ სცენად არ უნდა აქციო. ეგ იყო ძალიან ცუდი ფაქტი, რამაც გულშემატკივარი გააღიზიანა თორემ, იბერიამ დამსახურებულად მოიგო. წამატებები ჩვენს კლუბებს. ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც პატივი ვცეთ ერთმანეთს. ერთმანეთის მეტი სიყვარული.
სიმართლე უნდა ითქვას
08 მარტი 2024 00:42
0
გრიგოლიჩ,მაგ თემაზე ერთი კომენტარით მაღლა ვისაუბრე.რა თქმა უნდა ძალიან ცუდი საყურებელია,მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავებს უნდა ვცეთ პატივი და უკადრებელი,არც ჩვენ ვიკადროთ.
სოსო
07 მარტი 2024 18:52
0
ყველა გამოხმაურება
"სპორტალ.გე" ერთი სიტყვა გეთქვათ ისე იბერიის ფეხბურთელების გამუდმებით სიმულაციებზე და მინდორზე კოტრიალზეც, მერე უცებ წამოხტომებზე და თავქუდმოგლეჯილ სირბილებზე. სპორტი კი არის მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ობიექტურობა გჭირდებათ მინიმუმ
lm
07 მარტი 2024 09:17
1
ეს კომენტატორი აზრზე არაა, სტადიონზე ვიყავი და სვარკის ყურება ჯობდა- ამან კიდევ ასეთი ლამაზი და დაძაბული ფეხბურთი კაი ხანია არ მინახავს ჩვენს ჩემპიონატშიო :). ტორპედო ვერ გაიხსნა 1 ტაიმში, იბერიას 1 ტაიმი კარგი იყო, აი მეორე ტაიმზე რა მოგახსენოთ, რუსთაველის თეატრში თუ არა მესხიშვილში არ დაიწუნებენ იბერიას ფეხბურთელებს- აფერუმ !? მეორე ტაიმი იყო საცოდაობა ჩვენი ფეხბურთის მიუხედავად იმისა რომ 4 გოლი გავიდა. მსაჯიც ვერ იყო სათანადო დონეზე ძალიან ლმობიერად ექცეოდა დამრღვევებს , ბოლო ეპიზოდში მინიმუმ 2 წითელი და 2ყვითელიც უნდა გამოეყენებებინა კიდევ.
la masia
07 მარტი 2024 10:36
0
თუ იგინებოდნენ ყველა კუთხიდან საგინებლები იყვნენ და მაგიტოც. თეატრალურის მსახიობებივით სულ მინდორზე რომ იყვნენ წამოწოლილი და მერე უცებ არაფერი მომხდარა და გარბოდნენ ამას მარტივად აფერისტობა ქვია და შესაბამის პასუხსაც აძლევდა გულშემატკივარი. ფეხბურთი ითამაშე რა, მაგაში რომ ბაძავთ იტალიელებს სხვა დადებითებში მიბაძეთ და ივარჯიშეთ მეტი.

არაბიძე იყო ნული. ასეთი თამაშით სანიოლმა კი არა კინმაც არ უნდა დააყენოს ძირითადში.
lm
07 მარტი 2024 09:15
2
ბოდიში მაგრამ იმ ორ გოლში ვინ მიიღო მონაწილეობა რომელიც ტორპედომ გაიტანა? ყველას გასაკეთებელს ერთი კაცი ვერ გააკეთებს. ყოველ ჯერზე 30-40 მეტრიან გაქცევას და დრიბლინგს ვერავინ შეძლებს. მეტოქე გუბდიც აანალიზებს ვინ სად როგორ თამაშობს და ისიც მუშაობს მის წინააღმდეგ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ინდივიდუალიზმი უბრალოდ მეტ შესაძლებლობას გაძლევს. ფაქტია დაცვა და საყრდენი ფაქტობრივად არ იყო მაგ თამაშში ტორპედოში. რეალიზების პრობლემაც ფაქტია აქვთ და ეს კარგად გამოჩნდა რამოდენიმე მომენტში. მოძრავი გუნდია მაგრამ შეთამაშების პრობლემაც აშკარად აქვთ. იმედია გააანალიზებენ ყველაფერს და იმუშავებენ გამოსწორებაზე. ფეხბურთელების დამატებაც აუცილებელია. სათადარიგოთა სკამი ფაქტობრივად არ აქვთ და ასე შეუცვლელად ძალიან გაჭირდება მთელი წლის მანძილზე. რაც შეეხება სიმულიანტობას, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. ძალიან ცუდი ჟესტი მეტოქე გუნდის და ქომაგების მიმართ და მსაჯის ლმობიერების შედეგიც იყო ეგ. თუმცა ობსტრუქცია და უკმაყოფილების გამოხატვა ცოტა უფრო ეთიკურადაც შეიძლებოდა ალბათ.თუმცა ეს მთელს საქართველოში არის პრობლემა და არა მხოლოდ ქუთაისში. ფეხბურთელმაც და ქომაგმაც საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს ერისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებები ქართულ კლუბებს.
სიმართლე უნდა ითქვას
08 მარტი 2024 00:55
0
ნერვების თამაშია მესმის მაგრამ, ოჯახი, დედა, მამა, ცოლი, ყველაფერს აგინებენ ამ ახალგაზრდა ქართველ ბიჭებს. მყრალი პირით და გაუნათლებელი თავით
იბრუხი
07 მარტი 2024 10:10
1
რამოდენიმე კომენატარი შემხვდა აქ, რომელმაც გამაოგნა. რა გჭირთ ხალხო, ეს რა უბედურებაა? რომელი გუნდია გულშემატკივარიც არ უნდა იყოთ, ასეთი ბოროტული აზრების ფრქვევა როგორ შეიძლება? საქართველოს ნაკრები ხომ ყველასია? თუ ქუთაისში მოთამაშე ფეხბურთელი კარგ ფოემაშია და სანაკრებოდ საჭიროა, როგორ შეგიძლიათ რაღაც მოკლე ინტერესებით აზროვნება? ან რა დამოკიდებულებაა ეს ლანძღვა გინება და წაგებაზე აღტკინებული საუბარი? რაც მეტი კარგი გუბდი იქნება ჩემპიონატში, მით უკეთესი ქართული ფეხბურთისათვის. ტორპედოა გულშემატკივრებს რა თქმა უნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ დინამოსთან თამაშის მიმართ მაგრამ, არამგობია არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც დინამოს დაღმასვლა გაუხარდება. იმაზე კი ნუ ვიფიქრებთ სხვისი დასუსტებით როგორ ვისარგებლოთ, იმაზე ვიფიქროთ ჩვენ რომ გავძლიერდეთ და ამით ვაჯობოთ. თუ გვინდა როდესმე ნორმალური ჩემპიონატი გვქონდეს და რაიმეს მივაღწიოთ. გულშემატკივრის ეგრე დამცირება და ლანძღვაც როგორ შეიძლება? ეს ხალხი საყვარელ კლუბს ქომაგობს და დინამო თბილისის გარდა ვერ ვიხსენებ ვერცერთი გუნდის გულშემატკივრებთან მათ დაპირისპირებას. რა გჭირთ? ერთი ქვეყნის შვილები არ ვართ? გულშემატკივრობა ღვარძლში და ბოროტებაში ნუ გადაგვივა. ყველა გუნდის დაღმასვლა უნდა გვტკიოდეს და ყველა გუნდის განვითარება გვიხაროდეს. რომელი უფრო საამაყოა ძლიერ გუნდთან მოგება თუნდაც თუ წაქცეულს რომ გადაუვლი? ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდებს მაგრამ სპორტული თუ უბრალოდ ადამიანური ეთიკა ნუ დაგვავიწყდება. მეტოქისადმი პატივისცემა ნუ დაგვავიწყდება. ყველა გუნდის ქომაგს პატივი ვცეთ და გვიყვარდეს უბრალოდ ერთმანეთი. ვის რა შეუძლია ეგ მოედანზე გაარკვიონ საკუთარი თამაშით. ნაკრებში კი ვინც საუკეთესო ფორმაშია და ნაკრებს გამოადგება ის უნდა იყოს. რომელი გუნდის მოთამაშეც გინდა ის იყოს.
სიმართლე უნდა ითქვას
07 მარტი 2024 09:15
0
იბერია 1996 თუ 1999 ? იქნება 2000? ჩაასწორეთ მაინც,
ბს
07 მარტი 2024 09:10
0
ფეხბურთის მოყვარული არ ვარ. ის რაც იბერიას ფახბურთელებმა გააკეთეს, ჯერ უკნიდან მოცელვა და მერე კონფლიქტის დროს ხელის კვრაზე 2 ფეხბურთელის წამოწოლა, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ბურთის სათამაშოდ ბალერინები გამოდიან მოედანზე.
ნიკო
07 მარტი 2024 08:46
0
ტორპედომ წაიყომარა
გია
07 მარტი 2024 08:11
0

სიახლეები პოპულარული