უდანაკარგოდ... ბათუმელებმა და გორელებმა მოიგეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის დარჩენილი ორი მატჩი ვნახეთ. ორივე სტუმრებმა მოიგეს. ახლა სამი გუნდია, რომლებსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავთ: "იბერია 1999", გორის "დილა" და "დინამო ბათუმი".

სამგურალი 0:1 დილა


გორის "დილამ" სტუმრად მოუგო წყალტუბოს "სამგურალს" და 6 ქულა მოუგროვდა. აი, იმერული გუნდი კი ჯერ უქულოდაა.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაიტანა ტაირელ ვაუტერმა. ნიკა გაგნიძის დარტყმული ბურთი მეკარე ლუკა კუტალაძემ მოიგერია და ნიდერლანდელმა შემტევმა დაამატა. ისე, ვაუტერმა პირველ ტურშიც გაიტანა.

შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:1.

გაგრა
1:3 დინამო ბთ


"დინამო ბათუმმა" თბილისში მოუგო "გაგრას" და ჯერჯერობით ქულათა მაქსიმუმი აქვს. "გაგრამ" კი მეორე შეხვედრა წააგო.

ჟან ვიქტორმა საშუალო მანძილიდან შორეულ კუთხეში გაიტანა და ბათუმელები წინ გავიდნენ; პირველივე ტაიმში "გაგრამ" გიორგი ხარებაშვილის ახლოდან გატანილით გაათანაბრა - 1:1.

ჩემპიონმა მეორე ნახევარში მოახერხა წინ გასვლა, კერძოდ, ვანდერსონ სილვას ჩაწოდებულს მამუკა კობახიძემ მიაყოლა თავური და მეკარე ლევან შოვნაძე ბურთს შეეხო, მაგრამ ვერ შეიმაგრა.

ბათუმელთა მესამე გოლიც ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა, რის შემდეგაც გაგრელთა მცველ გიორგი უბილავას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 1:3.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედოს და ბათუმს ორივეს კატასტროფულად გლახა დაცვა ყავს საყრდენებიც არუვარგათ ევრო ტურნირის საზომად ვგულისხმობ თორე აქ რა მნიშვნელობააქ ვინ იქნება დაცვის ცენტრში!!
beqa
14:06 08-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული