სტივ კინი: არაბიძისთვის ნაკრებში არგამოძახება დამატებითი მოტივაციაა

AutoSharing Option

16 მარტს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ტორპედო" "დილას" უმასპინძლებს. მატჩის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"წაგება არასდროსაა სასიამოვნო. წინა მატჩები გავაანალიზეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება - ის გამოჯანმრთელდა და დილასთან მატჩის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.

გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, რომ ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, ვიცით, რომ ეს მისთვის
დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გამოვა, ვიდრე მანამდე".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
რომელი მესემიჩკე ხარ, თბილისელი თუ ბათუმელი?
zura
16 მარტი 2024 17:44
0
ჩვეულებრივი ოთხეულის გუნდია ქუთაისი, არაფრით გამორჩეული.კვლავ ბათუმი და თბილისი იბძოლებენ ჩემპიონობისთვის. ტორპედო თუ ზაფხულში გაძლიერდება კვალიფიციური ლეგიონერებით, კონფერენს ლიგაზე გაიბრძოლებს მაქსიმალურად,მაგრამ ამ გუნდით რამე წარმატებაზე ფიქრი აზრს მოკლებულია.
რეალისტი
16 მარტი 2024 13:38
3
წელს ტორპედო უნდა გავარდეს თავის მესემიჩქე უბადრუკებთან ერთად
dinamo
16 მარტი 2024 09:37
26
რა უნდა გელაპარაკოს ადამიამმა შვილო.დინამოს ნიკის პატრონი რო ვინმეს მესემიჩკეს დაუძახებს,იმას რა უნდა ელაპარაკო.
Master
16 მარტი 2024 11:51
2
დასანანია. ფედერაციას და სანიოლს შეეძლოთ სასარგებლო საქმე გაეკეთებინათ არაბიძის ნაკრებში გამოძახებით. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მწირ რესურსებს. არაბიძისნაირი ფეხბურთელი ნაკრებს ჭირდება. გარდა ამისა, არაბიძის თუ გინდ შეცვლაზე შეყვანით, მათ შეეძლოთ გულშემატკივართათვის საკუთარი პატივისცემაც გამოეხატათ, მაგრამ არ გააკეთეს.
თენგაბი
16 მარტი 2024 09:34
2
არაბიძე უნდა გამოეძახებინა კარში იცის დარტყმა, ჩემი აზრით ხვიჩას არყოფნაში თამაში საკუთარ თავზე გუკა კაშიამ და ზუკა დავითაშვილმა უნდა აიღონ, თორემ წავაგებთ
ალუდა კეკლუცაური
15 მარტი 2024 23:48
8
გურამიკო კაშიამ?
გიორგი
16 მარტი 2024 00:30
2
არა უშავს გიო იშრომე, მომავალ შესარჩევში უეჭველი მიგიწვევენ, მოვხვდებით სანიოლის ირლანდიასთან და მერე შენ იცი და შენმა ბიჭობამ ამოადინე ცხვირში ძმარი.
tobo
15 მარტი 2024 23:42
3
დასრულდება ეს ციკლი,მოვბა ახალი მწვრთნელიც და არაბიძეს,აუცილებლად დაუძახებენ ნაკრებში.მთავარია,კიდევ მეტი იმუშაოს.აუცილებლად დაუძახებენ
სოსო
15 მარტი 2024 22:50
3
გუბერნია,რამდენი წლის ხარ?არც სანიოლია დიდი მწვრთნელი და არც საქართველოა გრანდი,მაგრამ ერთობლივად,მსოფლიოს რეიტინგში,საგრძნობი წინსვლა აქვთ.თუ ევროპის ჩემპიონატზე გავაღწიეთ,ეს ნაკრებისთვისაც და სანიოლისთვისაც დიდი წარმატება იქნება,ხოლო თუ ვერა,სანიოლი ავტომატურად წავა,ნაკრებიდან.ასე რომ შენი ოღონდები,სრულიად ზედმეტია და კიდევ ერთს შეგახსენებ.4 წლის წინ,მაკედონიასთან ფინალი,დ ჯგუფის დონეზე ვითამაშეთ და წავაგეთ.ახლა უფრო მაღალ,ც ჯგუფის ფინალში ვართ და ჩვენი მეტოქეებიც,შესაბამისი რანგის,ესე იგი მაშინდელ მაკედონიაზე ძლიერი ნაკრებებია.რატომ უნდა მოვუგოთ,ვთქვათ საბერძნეთის ნაკრებს?მათი საკლუბო ფეხბურთიც ჩვენზე შეუდარებლად ძლიერია და მათი ფეხბურთელებიც,უფრო ძლიერ კლუბებში თამაშობენ.თუნდაც ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელები ნახე,როგორ კლუბებში თამაშობენ.ჰო,ლუქსემბურგია,მაგრამ ეს ფეხბურთელები,საკმაოდ Zლიერ კლუბებში თამაშობენ და ამის ვერ თუ არ დანახვა,თავის გასულელებაა.სერიოზული მეტოქეები გვყავს და ჩვენ გუნდზე ენის ბინძურად ტლიკინით,შენ და შენისთანებიც მათ წისქვილზე ასხამთ წყალს.სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი თამაშამდე და ახლა მაინც მიეცით კონცენტრაციის საშუალება.თუმცა რა აზრი აქვს თხოვნას.შენი და შენისთანების მთავარი მიზანი ხომ,სწორედაც ჩვენი ნაკრების წყობილებიდან გამოყვანაა.
სოსო
16 მარტი 2024 11:22
1
ეგრეა. მერე მოგებები მოგებებზე წავა. 2026 მსოფლიო და ევრო 2028 უკვე ჩვენია უეჭველი ოხონდ სანიოლი წავიდეს თავი გაგვანებოს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 მარტი 2024 23:47
12

სიახლეები პოპულარული