16 მარტს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ტორპედო" "დილას" უმასპინძლებს. მატჩის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:
"წაგება არასდროსაა სასიამოვნო. წინა მატჩები გავაანალიზეთ და ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე. ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. კარგი ამბავია ლაშა შერგელაშვილის დაბრუნება - ის გამოჯანმრთელდა და დილასთან მატჩის განაცხადში იქნება. ეტაპობრივად, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.
გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, რომ ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, ვიცით, რომ ეს მისთვის
დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გამოვა, ვიდრე მანამდე".
მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით