ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავი“ 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულით ლიდერია და 29 მარტს „ტორპედოს“ უმასპინძლებს.
3 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „თელავი“ კი იმავე დღეს სტუმრად „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: მუჯირი (38)