არაბიძის შედევრი გოლები - კაცნაკლულმა "ტორპედომ" "კოლხეთს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძელთა სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თამაში გათანაბრდა და როდესაც თითქოს მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, არაბიძემ მეკარე რიაბენკოს თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა. თუმცა მალე ფირანაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კლიმოვმა ფოთელები დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები იყვნენ, „ტორპედომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს შეუტია და რიაბენკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სწრაფი კონტრშეტევისას მელქაძემ ოდნავ ააცილა
კლიაიჩის კარს ბურთი. ქუთაისელები შტურმზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - არაბიძის დარტყმული ბურთი რიაბენკომ მოიგერია, ხოლო დამატებაზე შერგელაშვილმა ყველას დაასწრო. 79-ე წუთზე არაბიძემ ისევ შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ბოლოს კვირკველიას შეგირდებმა იერიშის იერიშზე მიტანა დაიწყეს, კლიმოვს კლიაიჩმა არ გაატანინა და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 7 აპრილს „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 8 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 6 აპრილს „იბერია 1999“-ს ქობულეთში უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - კოლხეთი 3:2
გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45+2), 2:2 შერგელაშვილი 69), 3:2 არაბიძე (79)
გაძევება: ნადარაია (35, ტორპედო)

მკითხველის კომენტარები / 65 /
მართლა უნამუსობაა ასეთი დონის ფეხბურთელი გყავდეს და არ ეძახდე ხო ყველამ ვიცით რომ არაბას ნაკრებში მაინც დაუძახებენ სანიოლის მერე მაგრამ ეხლა რამხელა სტიმული იქნება მისი ევროზე წასვლა და იქიდან კარგ კლუბში გადასვლა ხო ისევ ჩვენ გამოგვადგება?! ასე იყო ბუდუზეც ხალხი ითხოვდა და ვაისი შეუვალი იყო ბოლოს ხო გამოჩნდა რომ ხალხი მართალი იყო???? არაბიძის ნაირ დარტყმას არც ჩაკვე არც დავითაშვილი და არც კვარა არ ფლობს ჯარიმის დამრტყმელიც არ გვყავს მაგისნაირი და რას ვერჩით ამ ჩია ბიჭს რატომ ვჩაგრით სამართალი არ არის????? გთხოვთ სფფ წაიყვანეთ ეს ბიჭი ევროპაზე ქართველი ხალხი ითხოვს ამ ერთ ფეხბურთელს!!!
4
გამახსენეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთაგან ,ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასეთი დარტყმებით გატანილი თუნდაც ერთი გოლი და თანახმა ვარ აღარ დავუძახოთ არაბიძეს ნაკრებში. გუნდს და საქმეს ჭირდება ასეთი შემტევი შედეგის მისაღწევად .
რიგითი
23:17 02-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული