შეხვედრის დასაწყისში საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, შუა პირველ ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, სტუმრებმა ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს - წიტაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლორიამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას გომისმა დაასწრო. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბათუმელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მამუჩაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა.
მეორე ტაიმში ბათუმელთა რიგებში კუტალიამ სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო თბილისურ გუნდში შეცვლაზე ახალწვეული ოქრიაშვილი შევიდა. მერე დედაქალაქელი სიხარულაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
ბათუმის „დინამო“ 18 ქულით ლიდერია, თბილისის „დინამო“ კი 8 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ორივე გუნდი შემდეგ მატჩს 12 აპრილს ჩაატარებს - ბათუმელები გორში „დილას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო თბილისელები „კოლხეთს“ უმასპინძლებენ.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 გომისი (34), 2:0 კუტალია (68)
ამერიკიდან "სამტრედიაში" - ქართულმა გუნდმა ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა
ვეღარ დაქრის ოქრი... აღარაა ის სიმსუბუქე და სისწრაფე... იმედია აკრიბავს ევროტურნირებამდე. სანაკრებოდ ვეღარ გაქაჩავს.
ნაკრები კვარას თაობამდე იყო ლორია, კვირკველია, კაშია, კანკავა და ოქრი. დანარჩენები იცვლებოდნენ, ესენი ქმნიდნენ ნაკრების მაშინდელ სახეს, მათ შორის ყველაზე უდისწიპლინო და ნაკლებად პროფესიონალი ალბათ სწორედ ოქრი იყო, მაგრამ ის ყველზე მატად გვიყვარდა!
ზოგადად შეიძლება უდისწიპლინო და მოგიჟო ფეხბურთელების უკანასკნელი მოჰიკანი იყოს ქართულ ფეხბურთში!