"ტორპედომ" ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედომ" ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი აურო ალვარო დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს:

"ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო "ტორპედოს" ფეხბურთელია. 28 წლის ალვარო გასულ წელს "ორდაბასთან" ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბრაზილიური "სანტოსის" ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში "ტორონტოს" შემადგენლობაში. 2018 წელს "ტორონტოსთან" ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი. ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
Exla ukve 40 clis .
Pele
11:30 13-04-2024
6
Ეს იგივეა რაც ავადმყოფს ვადაგასული წამლებით უმკურნალო
Ბაბუაწვერა
08:52 13-04-2024
9

სიახლეები პოპულარული