ეროვნული ლიგის მერვე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.
„დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირველ ტაიმში მცირე შეხლა-შემოხლისთვის მასპინძელი ბოჭორიშვილი და სტუმარი კუტალია გააძევა. ბათუმელები „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერები არიან, გორელები კი 17 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
თბილისის „დინამო“ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს, ამჯერად საკუთარ მოედანზე „კოლხეთის“ დამარცხება ვერ შეძლო (0:0) და 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ფოთელები ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთე პოზიციაზე არიან.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა -
გაძევება (19, ბოჭორიშვილი, დილა), კუტალია (19, დინამო ბთ)
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - კოლხეთი 0:0