ბათუმის "დინამო" "იბერია 1999"-ს დაეწია - "კოლხეთისა" და "დილას" მატჩში სამი პენალტი ვერ გაიტანეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა და „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერია. წიტაიშვილმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთიც მის პასს მოჰყვა. „სამტრედია“ კი 6 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა.

„დილამ“ „კოლხეთს“ 3:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა სამი პენალტი ვერ გაიტანეს - ერთი გორელებმა და ორი ფოთელებმა. „დილა“ 20 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო „კოლხეთი“ 9 ქულით - მეშვიდეზე.

თბილისის „დინამომ“ აუტსაიდერ „გაგრას“ 2:0 მოუგო და 12 ქულით
მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

ბათუმი. „საფეხბურთო ცენტრი“
დინამო (ბთ) - სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 ჰაიდარი (27), 1:1 ასუნსეუ (40, საკ. კარში), 2:1 ღუდუშაური (88), 3:1 მუჯირი (90+6)

ქობულეთი „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი - დილა 1:3
გოლები: 0:1 შეყილაძე (39), 0:2 დრამე (42), 0:3 კონტე (68), 1:3 კლიმოვი (71, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გაგნიძე (22, დილა), მელქაძე (49, კოლხეთი), აბუაშვილი (64, კოლხეთი)

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
გაგრა - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 უგრეხელიძე (68), 0:2 გორდეზიანი (70)

მკითხველის კომენტარები / 5 /
გორის დილას რა კარგი გუნდი ყავს ტრადიციულად.
3
წიტაიშვილი მთელი თამაში არ გაჩერებულა, სულ მოძრაობდა, პოზიციას იცვლიდა, პასს ითხოვდა და სამართლიანად არის ნაკრების მოთამაშე. არაბიძეს ვთხოვდი მაგალითი აიღოს მისგან. წიტაიშვილმა მაგრად მოუმატა და იმედი მაქვს ევროპის ჩემპიონატის მერე კარგ კლუბში გადავა, საქართველოს ჩემპიონატში მისი დიდი ხანი გაჩერება არა მგონია კარგი იყოს.
zaza
23:32 16-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული