3:3. "ტორპედომ" "იბერია 1999"-თან მაგარ მატჩში ქულის მოპოვება შეძლო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „იბერია 1999“ და „ტორპედო“ დაზავდნენ - 3:3.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და კომახიძისა და ჯგერენაიას გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, იონსენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო პირესმა ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე კლიაიჩმა ქუთაისელები რამდენჯერმე გადააირჩინა, თუმცა მე-60 წუთზე კოხრეიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედომ“ შეტევებით უპასუხა, შეცვლაზე შესულმა ბასილაძემ პენალტი მოიპოვა და არაბიძემ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. კინის შეგირდებმა იერიშები გააგრძელეს - ბასილაძის დარტყმული ბურთი
ხარიხას მოხვდა, ნადარაიას მეკარე კუპატაძემ არ გაატანინა, ხოლო კომპენსირებულ დროში იონსენმა დალაშქრა მეტოქის კარი და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„იბერია 1999“ ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 26 ქულით ლიდერია და 2 მაისს გასვლაზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ კი ზედიზედ მესამე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია 1999 - ტორპედო 3:3
გოლები: 1:0 კომახიძე (2), 2:0 ჯგერენია (5), 2:1 პირესი (34), 3:1 გ. კოხრეიძე (60), 3:2 არაბიძე (72, პენ), 3:3 იონსენი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ტორპედოს ახალგაზრდა ბასილაძეს კოჭებში ეტყობა დიდ ფეხბურთს ითამაშებს თუ შრომას არ დააკლებს. ასეთი სწრაფი ტექნიკური ქართველი ვინგერი რომელსაც არ ეშინია კაცზე წასვლა და მათი მოტყუება ერთი კვარაა მხოლოდ. მარჯვენა მცველი აურო მართლაც მაღალ კვალიფიციური ლატერალია. ამ გუნდს მოუყვანეთ 2 კვალიფიციური ცენტრალური მცველი და ერთი ძლიერი საყრდენი გადაჯეგავს ჩვენ ჩემპიონატში ყველას. ბიორნ იონსენის დონის ცხრიანი ჩვენ ნაკრებსაც მაგრად გააძლიერებდა. ტიპიური გოლზე დაგეშილი ფორვარდია რომელსაც შეიძლება მთელი თამაში პასი ვერ მიიღოს მაგრამ ერთ ეპიზოდში საიდანღაც გამოწიოს ფეხი და შეგირხიოს კარის ბადე. მეორე ტაიმში ასე კარზე მიჯაჭვული/ ჩოგბჯენში გადაყვანილი პირველადგილოსანი იბერია ძნელი წარმოსადგენი იყო და მატჩი ერთი სამი წუთით კიდევ რო გაგრძელებულიყო თამაშის იშტაზე მოსული ტორპედო უცილობლად შეუგდებდა მეოთხესაც.
Charley
21:50 27-04-2024
0
Მე მგონი ერთადერთი ლეგიონერი ვინც გაგიმართლათ ავღანელია.რეალს უნდაო მართალია?
Წორპეეეედოოო
10:08 28-04-2024
2

სიახლეები პოპულარული