"ტორპედომ" კაცნაკლულ თბილისის "დინამოს" ვერ მოუგო - "იბერია 1999"-მა და "დილამ" გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.

ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით - მეხუთეზე.

„დილამ“ „თელავს“ 1:0 სძლია, 27 ქულით
მეორე ადგილზე დამკვიდრდა და 10 მაისს “ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 11 მაისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ) 0:0
გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დილა 0:1
გოლი: ვაუტერი (78)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - იბერია 1999  0:3
გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 13 /
მიბაძეთ გორის დილას სხვა გუნდებო, გაიგეთ როგორ უნდა მოიყვანო გუნდში კარგი ლეგიონერები, როგორ უნდა გამოიყენო და მერე სარფიანად გაყიდო. ისიც იკითხეთ ყოველ წელს ახალი აწყობილი გუნდით სულ სამეულში როგორ უნდა იყო და თან ლამაზ შემტევ ფეხბურთს თამაშობდე.
ქომაგი
23:35 02-05-2024
1
როდის უნდა მოუგოთ ბოლობოლო ამ დინამოს ? სუსტი შემადგენლობა, კაცნაკლული გუნდი, ეგ კიარადა ლამის წააგეს კლიაიჩი რომ არა.
რაბუ
23:58 02-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული