"ტორპედო" ძლიერდება - დავით კერესელიძემ სახოსა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ კომენტარში მამადუ სახოს ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, მოლაპარაკებები სხვა ფეხბურთელებთანაც მიმდინარეობს და გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

"გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ შორის, მამადუ სახოსთანაც. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრანსფერი წარმატებულად დასრულდება.

უბრალოდ, არ ვართ იმ სტადიაზე, რომ გარიგება და ტრანსფერი ოფიციალურად დავადასტუროთ", - თქვა კერესელიძემ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ტორპედო" ევროტურნირების წინ მნიშვნელოვნად გაძლიერებას და კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა დაუნახავი ხალხი ერი ვართ ოღონდ ვიღაცა გალანძღოთ ან დააკნინოთ ბოღმა და შური!!!ადამიანი ცდილობს რაც შეუძლია თან თავის ჯიბიდან ხარჯავს ფულს! მანამდე გუნდს საერთოდ არაფერი არ ჰქონდა! მარტო ერთმანეთის დაჭმა ვიცით და მერე ვითომ პატრიოტები ხართ!!
დაუნახავებს
19:22 17-05-2024
0
ყველა ქართულ კლუბს წარმატებები ევროასპარეზზე, რაც შეეხება ტორპედოს მართლა ჭირდება გაძლიერება,ბევრი პრობლემური პოზიციები აქვთ, განსაკუთრებით დაცვა, და ბურთის დაჭერაც უჭირთ. იმედია ერთ ქართულ გუნდს მაინც ვიხილავთ ჯქუფში
Qartveli
20:29 17-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული