''დიდი ფული შემომთავაზეს და მითხრეს, ''შევარდენში'' თამაშობდი, იცი რაც უნდა გააკეთო...'' - მოსტოვოიმ საქართველოს მე-2 ლიგაში გარიგებულ მატჩებზე მოჰყვა

AutoSharing Option
36 წლის უკრაინელმა მცველმა ანდრეი მოსტოვოიმ ua-football-თან საუბრისას ის სკანდალური პერიოდი გაიხსენა, რომელიც მან ქართულ კლუბ ''შევარდენში'' გაატარა. ის ჰყვება, თუ როგორ ხდებოდა მატჩების ჩაწყობა. 

''კრივბასში'' ვირიცხებოდი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელიც ქართულ ''შევარდენში'' ირიცხებოდა და შემომთავაზა, რომ ამ გუნდში გადავსულიყავი.

ოთხი თვე ვირიცხებოდი ამ კლუბში, მხოლოდ 2 თვის ბინის ქირა გადამიხადეს და ხელფასი საერთოდ არ მოუციათ, რის გამოც წამოვედი და საჩივარი შევიტანე. სასამართლო დავა მოვიგე და წესით, ხელფასი მალე უნდა დამიბრუნონ. სავარაუდოდ, ამ ფულს ერთმანეთში ინაწილებდნენ.

ჩემს
გარდა მაშინ ''შევარდენში'' 7 უკრაინელი ირიცხებოდა. თავიდანვე, რომ მცოდნოდა ამ გუნდში რა სიბინძურეები ხდებოდა, გადასვლაზე უარს ვიტყოდი.

სხვა კლუბში გადასვლას, რომ ვცდილობდი, მეკითხებოდნენ, ''შევარდენში'' თამაშობდიო?! - მათ ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ და ყველამ იცის, რომ ისინი გარიგებულ მატჩებში იღებენ მონაწილეობას.

იყო განსხვავებული სიტუაციაც... უკვე სხვა ქვეყნიდან და არა საქართველოდან მეორე თუ მესამე ლიგის გუნდიდან დამირეკეს და მოულოდნელად, ძალიან დიდი ხელფასი შემომთავაზეს... მითხრეს, ''შევარდენში'' თამაშობდი და კარგად იცი, რაც დაგევალებაო, რაზეც უარი განვაცხადე.

პირადად მე, მსგავსი რამ უკრაინაში არასდროს მინახავს. როდესაც ''შევარდენში'' 7 თამაში ჩავატარე, დავიწყე გაანალიზება. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ 5 მცველით ვთამაშობდით, პირველი 20 წუთი ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი მომთხოვეს, რომ დაცვიდან ოდნავ წინ ავსულიყავი. 10 წუთში 2 გოლი გავუშვით.

მე ვუყურებ ერთ-ერთ ჩემს თანაგუნდელს, რომელსაც საჯარიმოდან ბურთი არ ამოაქვს, კარგავს და შემდეგ გოლს ვიღებთ. ვიღაცამ არ დაარტყა, ვიღაც იქ დაეცა... ყველაფერი ნათელი გახდა. მე ოფლი ვწურე, მატჩებს კი ვაგებთ.

უეფამ გადახედა ამ მატჩებს და ექვსი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული იყო. ზოგი ერთი წლის განმავლობაში, ზოგი ორი და ზოგმა სიცოცხლის განმავლობაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო", - იხსენებს მოსტოვოი.

ინფორმაციისთვის, მოსტოვოი ''შევარდენში'' 2022 წელს ირიცხებოდა და ჯამში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა.

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც "შევარდენს" გარიგებული შეხვედრების გამო შემდეგი განაჩენი გამოუტანეს:

კომიტეტმა კლუბ ს.კ თბილისის „შევარდენი 1906“-სა და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან; ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით; ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში); ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს - 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი. სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არგასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ", - წერია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
უკრაინელი, ცუდი არაფერი წამოგცდეთ, თან რუსეთში არ თამაშობს
Gio
19 მაისი 2024 21:05
1
გაიხარე, დავით!
დავითს
19 მაისი 2024 10:51
0
Შენ ის გვითხარ იმ გათხოვილმა კაცმა რაო რა გითხრათ.საქმროები მოგიძებნათ?
waltet white-ს
19 მაისი 2024 06:29
6
აიბურძგნენ ქოცტროლები.... უკრაინის ხსენებაზე კონვულსია ემართებათ.
Walter White
18 მაისი 2024 20:36
15
ბიჭი სკანდალში გახვეულა,არადა შევარდენიდან ბუნდესლიგაში აპირებდა თურმე გადასვლას
Levani
18 მაისი 2024 19:28
16
ვინ ფლობდა კლუბს?
bd
18 მაისი 2024 16:07
1
არავინ არ ფლობდა, ალბათ უპატრონო იყო.
ბადრი
18 მაისი 2024 19:24
0
"უკრაინაში მსგავსი რამ არ ხდება" )))))))

ალობელი ფეხბურთელი თუ გყავთ იქით,ჰკითხეთ
მარტვილელი
18 მაისი 2024 15:20
4
კი იქაც ხდება. მერე რა? სამაგიეროდ რუსეთში ( შენს სამშობლოში) არ ხდება. იქ არც გეები არიან და არც ლესბოსელები
დავით 67
19 მაისი 2024 05:47
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული