სკირამ ხვიჩასთან დაკავშირებით დე ლაურენტისის გეგმა გაამხილა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ რადიო Marte-ს ეთერში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა:

"ნაპოლი" კვარაცხელიას დაკარგვას რისკავს? ეს რთული სიტუაციაა, ვინაიდან მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება ძალიან დააგვიანეს. ქართველი გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და ბუნებრივია, უკმაყოფილოა, როდესაც ხედავს, რომ ნებისმიერი თანაგუნდელი მასზე მეტს გამოიმუშავებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სკუდეტოს არქიტექტორი გახდა.

პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გეგმა? უნდა, კორექტირება მოახდინოს - ხელშეკრულების 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება, სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო და პლუს 1 მილიონის ოდენობის ბონუსები სხვადასხვა მიღწევაზე. კონტრაქტში
აგრეთვე შეიძლება თანამშრომლობის შეწყვეტაზე პუნქტის შეტანა.

ეს ვარიანტი, შესაძლოა, მისაღებია, მაგრამ ახლა, პრინციპში, უარის თქმაც არაა გამორიცხული, რათა მიხვდნენ, შეუძლია თუ არა სხვა კლუბში გადასვლა. "ნაპოლი" ხვიჩას მხოლოდ ძალიან დიდ ფასად თუ შეელევა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
სატრანსფერო ექსპერტი კი არა, "ლაურეანტისების" გოშია ყოფილა ეს!
ხვიჩას ადგილზე ვირზე შევჯდებოდი და გაშვებას მოვითხოვდი ადეკვატურ ფასად, ხოლო თუ მეტყოდნენ, რომ 100 მილიონზე მეტი უნდა გადაიხადოს მსურველმაო, ვეტყოდი, თუ მაგდენი ვღირვარ, მაშინ 10 მილიონზე მეტი უნდა დამინიშნოთ ანაზღაურება მეთქი!
თუ, ამ მათხოვრულ პირობებს დათანხმდა, უთავმოყვარეო და ამ ქვეყნის აზრზე არ მყოფ, მშიშარა ადამიანად ჩავთვლი მე პირადად...
monaTa bazari
23:50 20-05-2024
9
აი რა მოსდევს უცოდინარი და გამოუცდელი "აგენტი"რპომ გყავს @ ჩაუგდო ხელში მონად იმ ფულისტ ღორს და კიდევ 3 წელი მოუწევს კვარას ნაპოლიში წვალება და იგივე დონეზე დარჩენა @@
zura222
23:05 20-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული