უარი რუსეთის ჩემპიონატს და სერიოზულ ფინანსურ კონტრაქტს - ნიკა გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაში არ ისურვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, გორის "დილას" 23 წლის ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივში" კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა შუახაზელმა უარი სერიოზულ ფინანსურად უკვე გამზადებულ კონტრაქტზე თქვა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას რუსეთში თამაში არ სურს.

გაგნიძემ კარიერა "დილაში" დაიწყო, შემდეგ ბედი თურქულ "უმრაიენსპორშიც" სცადა, რის მერეც მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს არაერთი ტრავმა ჰქონდა რაც მის საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხშირად ხელს უშლიდა და ეს მან თავადაც განაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 57 /
საოცრად კარგი ქართველი! ყოჩაღ! ჯერ ქართველი იქ კომფორტულად ვერ იქნება გარემოში სადაც აფხაზეთი მისი არ არის და მეორეც რუსეთის ჩემპიონატიდან ვინ გაბრწყინებულა, ომი რომ არ ყოფილიყო კვარა და ზურიკოს ჩაახშობდნენ მანდ როგორც ანანიძეს უქნეს
ვვვ
12:48 25-05-2024
13
არა ლიბერასტულ ევროკავშირს და არა გამოქლიავებულ ბაიდენას! დიახ ქართულ სულს დიახ!
ქართველი.
13:04 25-05-2024
69
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული