სამგურალი 1:3 ტორპედო
ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და ორი თვეა, რაც არ წაუგიათ - 12 შეხვედრა. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი უკვე მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" კი მეცხრეზეა.
იმერულ დერბიში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როცა დავით გიგაურმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი
"სამგურალმა" სხვაობა შეამცირა: არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და გიორგი ფანცულაიამ შეამცირა სხვაობა.
თუმცა ბოლოს გიორგი არაბიძის კარგ პასს მოჰყვა სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის ძლიერი დარტყმა და 1:3.
თელავი 0:0 სამტრედია
თელავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. მომენტები იყო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გუნდებს კარგად თამაში არ გამოსდიოდათ.
"თელავი" მერვე ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსან ფოთელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ანუ ცხრილში სიმჭიდროვეა.
აი, "სამტრედია" კი აუტსაიდერია. გუნდს ერთადერთი გამარჯვება აქვს (სამგურალთან 2:0).
გაგრა 4:0 საბურთალო
"გაგრამ" 4:0 სძლია "იბერია 1999"-ს. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა...
ლევენ გეგეჭკორის ჩაწოდებებს მოჰყვა ჯერ გიორგი ხარებაშვილის, მერე კი თორნიკე ჯანგიძის ზუსტი თავურები. მე-14 წუთზე გაგრელები უკვე ჰანდიკაპით იგებდნენ. მერე მათე ვაწაძემ რთული პოზიციიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა, ხოლო შესვენების წინ ისევ ხარებაშვილმა გაიტანა - გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა, მცველს გასცდა, მეკარესაც და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.
"გაგრა" მეექვსე ადგილზეა, "იბერია 1999"-მა კი ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, ბოლო 4 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა... გუნდი მესამე ადგილზეა.
erovnuliliga.ge