"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. "გაგრამ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "იბერია 1999"-ს და თან ოთხივე პირველ ტაიმში; ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოს "სამგურალს" სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადავიდა, "თელავისა" და "სამტრედიას" დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

სამგურალი 1:3 ტორპედო

ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და ორი თვეა, რაც არ წაუგიათ - 12 შეხვედრა. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი უკვე მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" კი მეცხრეზეა.

იმერულ დერბიში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როცა დავით გიგაურმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი
ერთი შეხებით გაგზავნა კარში. ამას მოჰყვა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის ახლოდან გატანილი - 0:2. იონსენი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბომბარდირთა სიას ლიდერობს, 10 გოლი აქვს.

"სამგურალმა" სხვაობა შეამცირა: არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და გიორგი ფანცულაიამ შეამცირა სხვაობა.

თუმცა ბოლოს გიორგი არაბიძის კარგ პასს მოჰყვა სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის ძლიერი დარტყმა და 1:3.

თელავი 0:0 სამტრედია

თელავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. მომენტები იყო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გუნდებს კარგად თამაში არ გამოსდიოდათ.

"თელავი" მერვე ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსან ფოთელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ანუ ცხრილში სიმჭიდროვეა.

აი, "სამტრედია" კი აუტსაიდერია. გუნდს ერთადერთი გამარჯვება აქვს (სამგურალთან 2:0).

გაგრა 4:0 საბურთალო

"გაგრამ" 4:0 სძლია "იბერია 1999"-ს. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა...

ლევენ გეგეჭკორის ჩაწოდებებს მოჰყვა ჯერ გიორგი ხარებაშვილის, მერე კი თორნიკე ჯანგიძის ზუსტი თავურები. მე-14 წუთზე გაგრელები უკვე ჰანდიკაპით იგებდნენ. მერე მათე ვაწაძემ რთული პოზიციიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა, ხოლო შესვენების წინ ისევ ხარებაშვილმა გაიტანა - გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა, მცველს გასცდა, მეკარესაც და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

"გაგრა" მეექვსე ადგილზეა, "იბერია 1999"-მა კი ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, ბოლო 4 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა... გუნდი მესამე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთო დაიფარე ყველა ქართული გუნდი ევრო თასებზე, ტორპედოდან დაწყებული იმ უბედურ ბათუმის დინამომდე დამთავრებული. არცერთმა ფეხბურთის თამაში არ იცის. არ დაიწყოთ ეხლა ტორპედოს ლეგიონერებიო და თავის მოტყუება, ეგენი რო კაი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ აქ კი არ ჩამოვიდოდნენ.
8
მიდი ტორო გორიც უნდა ჩამოვიტოვოთ და ჩემპიონები გავხდეთ. პატივისცემა გორს ჩემგან მაგრამ წელს თასი ქუთაისში გვინდა.
რაბუ
01:25 29-05-2024
10

სიახლეები პოპულარული