"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 34 წლის ფრანგი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გუნდის საიტი წერს:

"პარი სენ-ჟერმენის", "ლივერპულის", "კრისტალ პალასისა" და "მონპელიეს" შემდეგ მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის "ტორპედოა". 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს, 15:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

მამადუ სახოსა და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს.

ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" არა მხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი
ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან.

მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე, კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი", - წერია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები...
ქუთათური
17:49 12-06-2024
0
თუ გინდა მბაპე,ვინისიუსი,როდრი,გრიზმანი ჩამოიყვანე.
იგივენაერი საყურებელი იქნება,ვერ ფუთავენ ჩემპიონატს-დიდი პრობლემაა უკომპლექსო კომენტატორი.
ერთადერთი არის ნოდარ სიმსივე და კიდევ დიმა ობოლაძე(რომელსაც გვარები კი ეშლება მაგრამ აზარტულად მიყავს თამაში-თვითონ აზარტშია)
სხვები კიდე-სულ ერთია მოედანზე რა ხდება,ხალხის აზარტში შეყვანის მაგიერ თავის საფეხბურთო ცოდნის გამარიაჟებას ცდილობენ.
მაგათ გონიათ სხვებს ინტერნეტი არა აქვთ.
თუ წამოიყვირებენ შიგადაშიგ -ისე რომ ულაზათო ცეკვა ხო გინახავთ,დაახლოებით ისე მიჰყავთ თამაში.
ხალხი თუ აზარტში არ შეიყვანე არ მივა სტადიონზე.
აი "გამას" წამყვანი ნახეთ რა ცეცხლს ანთებს,ხალხიც მიდის საყურებლად.
არადა ა
გამაში დიდი არაფერი არ ხდება,მაგრამ როგორ ყვირის "მზააად ხაართ!"

ჩვენი ჩემპიონატი დონით მართალია ჯერ ვერ არის როგორც უნდა იყოს,მაგრამ ტემპიც არის,კომბინაციები,გოლებიც.
თამაში ხარისხით არგენტინის პრიმერა დივიზიონის თამაშებს ჯობია(ამაზე დავიფიცებ)
არადა ამ დროს კომენტატორები კლავენ ინტრიგას...სამწუხაროდ ეს წვრილმანი 30-40% საქმეს აფუჭებს.
აზარტული კომენტარი,ერთ-ორ სტადიონზე მიხედვა.
ხარისხიანი მიმოხილვები ტურის-წინ და შემდეგ.
რეპორტაჟები გადართვებით,როგორც ბუნდესლიგაშია.
აი მაგალითად ბათუმში თამაში მიდის და უცებ ირთვება გორზე სადაც გოლი გავიდა.
ასეა ძამიკო,რაც გვაქვს უნდა დავბუსტოთ.
აბა არც ნავთობმა ამოხეთქა ჯერ ჩვენთან და ბიზნესმენები არ გამორბიან რიოკით "ბანკომატ-იუნაიტედი" უნდა გავაკეთოო და სხვანაირად როგორ აიწევს დონე.
ასე რომ გააპიარებ მერე ხალხიც დაიწყებს სტადიონზე სიარულს და ხალხი სადაც დადის იქ მიდის ბიზნესიც.
Levani
02:05 12-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული