"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 34 წლის ფრანგი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გუნდის საიტი წერს:

"პარი სენ-ჟერმენის", "ლივერპულის", "კრისტალ პალასისა" და "მონპელიეს" შემდეგ მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის "ტორპედოა". 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს, 15:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

მამადუ სახოსა და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს.

ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" არა მხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი
ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან.

მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე, კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი", - წერია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მერის მოვალეობაც ხო არ შეითავსა?
გიორგი
08:44 20-07-2024
0
წარმატებები...
ქუთათური
17:49 12-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული