Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" რიგები გუნდის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა. 

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება ახალი გუნდიდან არ აქვს, თუმცა რამდენიმე დღე დაისვენებს და სასურველ ვარიანტს დაელოდება.

მამუჩაშვილი "დინამოს" ფორმას 6 წლის განმავლობაში ირგებდა და ის გუნდს 2018 წელს "საბურთალოდან" შეუერთდა. 222 მატჩი, 52 გოლი, 25 საგოლე პასი - ეს მისი მონაგარია. შეხსენებისთვის, "დინამო" ახლახან პაატა ღუდუშაურმაც დატოვა, რომელიც კარიერას ისრაელის "ბნეი-სახნინში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ტორპედოს მაგრად ჭირდება ესეთი ფეხბურთელი
Nikoloz
20:58 05-08-2024
0
ვაჟა თარხნიშვილიც რო გორელია? ანუ ერთმა გორულმა დესანტმა ვერ გაამართლა ბათუმში და ეხლა სხვა გორელს ურჩევ? ანუ გორის ხარჯზე გინდათ გუნდი ააწყოთ? დ.დ. ვაჟა კი არა ვერავინ ვერ უშველის ამ გუნდს. და იცი რატო? მენტალიტეტი არ აქვს!!! მანდ ფეხბურთელები ფულის საშოვნად მიდიოდნენ. ეხლა აღარც ფეხბურთელები მიდიან იმ მიზეზით რო ხელფასებს ვერ უხდიან. მთელმა ქვეყანამ იცის რო გუნდს ვალები აქვს და ფეხბურთელებს რამოდენიმე თვის აუღებელი ხელფასები.
მდაას
20:49 05-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული