Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" რიგები გუნდის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა. 

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება ახალი გუნდიდან არ აქვს, თუმცა რამდენიმე დღე დაისვენებს და სასურველ ვარიანტს დაელოდება.

მამუჩაშვილი "დინამოს" ფორმას 6 წლის განმავლობაში ირგებდა და ის გუნდს 2018 წელს "საბურთალოდან" შეუერთდა. 222 მატჩი, 52 გოლი, 25 საგოლე პასი - ეს მისი მონაგარია. შეხსენებისთვის, "დინამო" ახლახან პაატა ღუდუშაურმაც დატოვა, რომელიც კარიერას ისრაელის "ბნეი-სახნინში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა კარგად დაიწყო ამ გუნდმა და ბოლოს ფიფიას დინამოს გადაასწრო მზეობაში
ზოჰანი
15:44 05-08-2024
2
კენჭისყრას ვუყურებ და კიდე უფრო შემზიზღდა ბათუმის დინამო და მისი სოფლის ფეხბურთი. რა კარგი გზა ჰქონდათ კონფერენსზე, დეჩიჩი, ჰიკი რომელიც ფორმაში არაა და სუსტია ძაან წელს და კლაკსვიკი ბორაცს შორის გამარჯვებულს შეხვდებოდა ფლეიოფში. მაგრამ კლაკსვიკი გრანდია უკვე ამათთვის და იტყოდნენ არ გაგვიმართლაო
იბრუხ მართალი
16:18 05-08-2024
0

სიახლეები პოპულარული