იმერული დერბი - გადამწყვეტი გოლი 96-ე წუთზე

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ქუთაისის "ტორპედო" "სამტრედიასთან" აგებდა, თუმცა გაიმარჯვა და ლიდერ გორის "დილას" მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება.

ტორპედო 2:1 სამტრედია

იმერული დერბი დაძაბული გამოდგა. "ტორპედო" შინ აგებდა "სამტრედიასთან", მაგრამ 2:1 გაიმარჯვა. თან გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გაიტანა.

მივყვეთ: მე-17 წუთზე სამტრედიელთა განელმა ლეგიონერმა ჟოზეფ ამოაკომ მშვენიერი გოლი მიითვალა. საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში ჩაახვია...

"ტორპედომ" გვინეელი მომო იანსანეს თავურით გაათანაბრა პირველივე ტაიმში. ისე, ამოაკო და იანსანეც პირველ მატჩს ატარებდნენ კრისტალბეთ ეროვნულ
ლიგაში.

შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, თუმცა 96-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და ლაშა შერგელაშვილმა ჩვეულად შეასრულა - 2:1. შერგელაშვილი ადრე "სამტრედიაში" თამაშობდა, ჩემპიონიც გახდა...

ქუთაისელებზე დავწერეთ, "სამტრედია" კი ბოლო ადგილზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფაცაციამ გამოაცოცხლა თამაში იმსახურებს ძირითადს
ტოტტი
07:43 06-08-2024
0
ასე მგონია დისციპლინა მოიკოჭლებს ტორპედოში და გუნდი სათანადოდ არ ვარჯიშობს. პირადად მე სტივ კინი არ მომწონს. უფრო კარგად შეუძლია გუნდს ათამაშება რასაც მწვრთნელის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის
იბრუხ მართალი
10:05 06-08-2024
3

სიახლეები პოპულარული