მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
35 წლის ფორვარდი მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბის სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს.

გამოცდილი ფეხბურთელი ბოლოს "გაგრას" ღირსებას იცავდა და მიმდინარე ეროვნული ლიგის 18 ტურში 5 გოლიც შეაგდო.

ვაწაძე "დინამოში" ადრეც ასპარეზობდა და ბოლოს კლუბი 2018 წელს დატოვა, როდესაც ლატვიურ "ლიეპაიას" შეუერთდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის, "გაგრას" გარდა, ბათუმის "დინამოს" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუცაევზე რა ისმის?
superman
12:51 06-09-2024
1
გუცაევის რა გითხრა, მაგრამ შოთა, იაშკა და ზოგიერთი კიდევ 90 დან რომ დააბრუნონ მთელ გუნდს აჯობებენ კიდევ... სატირალი საქმეა დინამოში ნამდვილად.
Givi
13:49 06-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული