"ტორპედოს" თავურები და სამი ქულა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი გაიმართა, მე-20 ტურიდან გადადებული შეხვედრა: ქუთაისის "ტორპედომ" შინ თბილისის "იბერია 1999"-ს მოუგო...

ტორპედო 2:1 იბერია 1999

მატჩი 11 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა "იბერია 1999"-ს კონფერენციის ლიგის თამაში უწევდა, მჭიდრო კალენდარი ჰქონდა და "ტორპედოც" ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, ანუ გადადებას დათანხმდა.

ორივე გუნდს 45-45 ქულა ჰქონდა და ლიდერ გორის "დილას" სამი ქულით ჩამორჩებოდნენ, ახლა კი ქუთაისელები გორელებს გაუთანაბრდნენ.

თამაშს რაც შეეხება: პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 52-ე წუთზე კი თბილისელები დაწინაურდნენ. გიზო მამაგეიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ფილიპ
კლიაიჩმა მოიგერია და დამატებაზე ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა - 0:1.

"ტორპედომ" თავურებით მოატრიალა თამაში, თან ოთხწუთიან მონაკვეთში მიითვალა ორი გოლი. ჯერ ფელიპე პირესის გარღვევასა და ჩაწოდებას მოჰყვა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის თავური, მერე კი ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებულზე ცოტნე ფაცაციამ ითამაშა კარგად და საბოლოოდ 2:1.

იონსენისთვის ეს მე-15 გოლი იყო სეზონში და სამბურთიანი ფორით ლიდერობს ბომბარდირთა სიას. ფაცაციამ კი "ტორპედოს" მაისურით მეორედ გაიტანა. და საინტერესოა, წინა ტურში "ტორპედომ" 2:0 აჯობა "კოლხეთი 1913"-ს და მაშინაც იონსენისა და ფაცაციას გოლებით.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
ყოჩაღ იბერიას დაგვიფასა გადადებული მატჩი. ცოტა მეტი პატივისცემა მაინც გამოგეხატათ ბიჭო. პირველ გოლზე ჯინჯოლავა ფეხებთან აფურთხებს იონსენს და კიდევ რამდენი უხეშობა. ძალიან კარგი რომ ამოვდეთ ამ ახლად გაბლატავებულ ბალღებს
კოკო
09:10 19-09-2024
1
სად არიან ჯუნგლები?აღარ უნდათ კინის გაშვება?უკვე თანაბარია ქულები ლიდერთან.აღიარონ მათი არაკომპეტენტურობა და ის რომ ფეხბურთი მხოლოდ ზედაპირულად ესმით...
Master
08:42 19-09-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული