ხუთგოლიანი... "დილამ" "სამტრედიას" მოუგო

AutoSharing Option
გორის "დილამ" "სამტრედიას" მინიმალური სხვაობით მოუგო. შეხვედრაში პირველი და ბოლო გოლი იმერულმა გუნდმა გაიტანა, თუმცა სამი ქულა გორელებმა აიღეს. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის პირველ მატჩში.

დილა 3:2 სამტრედია

გორში პირველი გოლი პირველივე წუთზე, კერძოდ, 36-ე წამზე გავიდა. სამტრედიელთა ფორვარდმა დანიელ ოვუსუმ ისარგებლა აბუბაქარ კონტეს შეცდომით, ბურთი ჩაჭრა, მეკარეს გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა - 0:1.

"სამტრედია" ტაიმის ბოლო წუთებამდე წინ იყო, მაგრამ დილამ მოკლე მონაკვეთში არათუ გაათანაბრა, დაწინაურდა კიდეც. ჯერ ნოდარ ლომინაძემ მოიპოვა პენალტი და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად
დაარტყა; მერე კი ლომინაძემ დაიწყო შეტევა, კარგი პასი გაუყოლა იბრაჰიმა დრამეს, ხოლო მის გადაცემას მოჰყვა ყაირელ ვაუტერის შესრულება - 2:1.

ეს ვაუტერის მე-13 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

88-ე წუთამდე 2:1 იყო, მერე კი "დილამ" სხვაობა გაზარდა. მუსა სანგარემ ტექნიკური დარტყმით გაიტანა. სანგარეს პირველი გოლია დილას მაისურით. ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სხვაობა ისევ ერთბურთიანი გახდა: "დილას" ანგოლელ მცველ ანტონიო ლოპესს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დააკვირდით ამ ფოტოს, რომელია აქ დილა ან სამტრედია?.... სირცხვილია...
რაღაცა ზომა ან წონა ან კვოტა ხომ უნდა არსებობდეეს?...
გიორგი-50
01:56 22-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული