დინამოების დღე

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე "დინამომ" მოიგო.

დინამო თბ 3:2 კოლხეთი 1913

"დინამო თბილისმა" ზედიზედ სამი ფრის შემდეგ გაიმარჯვა. არადა, პირველი ტაიმი 0:2 წააგეს ფოთის "კოლხეთი 1913"-თან.

ზედ შესვენების წინ, რამდენიმეწუთიან მონაკვეთში გიორგი აბუაშვილმა და კირილ კლიმოვმა გაიტანეს ერთმანეთის პასებით. აბუაშვილისთვის ეს უკვე მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დინამოელმა ნიკა ნინუამ შორიდან დაარტყა და ბურთი ფოთელი არჩილ დათუაშვილის ფეხიდან შევარდა კარში.

88-ე წუთამდე აგებდა "დინამო", მაგრამ
გვატემალელმა ოსკარ სანტისმა ჯერ თავურით გაათანაბრა, მერე კი ისევ სანტისის პასს მოჰყვა ვასილიოს გორდეზიანის გადამწყვეტი გოლი და 3:2.

"დინამო თბილისი" მეექვსე ადგილზეა, ფოთელები კი მეშვიდეზე არიან.

დილა 1:2 დინამო ბთ

"დინამო ბათუმს" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო მატჩი 23 მაისს ჰქონდა მოგებული (დინამო თბილისთან), მას მერე კი ოთხ თვეზე მეტიც იყო გასული. და აი, ბათუმელებმა გამარჯვების გამო გაიხსენეს: სტუმრად სძლიეს გორის "დილას".

69-ე წუთზე "დინამო ბათუმი" დავით მუჯირის თავურით დაწინაურდა. ეს მუჯირის მეოთხე გოლია სეზონში.

ათიოდე წუთში კონტრშეტევისას, ონორე გომისმა 0:2 გახადა ანგარიში. იცით, გომისი "დილაში" თამაშობდა.

ბოლოს კი იყო ბათუმელთა მცველ ნიკოლოზ მალის ავტოგოლი. მალის დომინიკ ამპონსას ჩაწოდების მერე საკუთარ კარში აეჭრა ბურთი და 1:2.

"დილა" მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება "ტორპედოს", ხოლო "დინამო ბათუმი" მეოთხეზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
სალია სად იყო? რატომ არ ითამაშა?
Რერო
11:41 28-09-2024
0
მალის კი არ აეჭრა, არამედ მთელი ძალით დრუზა კარში,გოლს ვინ ჩივის კვასხვაძეს რომ არ მოარტყა,ძლივს ტრავმა მოიშუშა კაცმა)
გიუშა
06:21 28-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული