ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გამოცდილი ქართველი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი "ზესტაფონს", "საბურთალოსა", "ლოკომოტივსა" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, იქამდე ბათუმელებს უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თავკაცობდა, რომელიც თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გორის დილას ახალ მწვრთნელს ვერ მოურიგდით?)
პოგბაა თავისუფალი და სამოყვარულო გუნდში აპირებს თამაშს - მიხედეთ მაგ ბაღანას, თორემ "დილა" დაითრევს )
გია_544
18:04 18-10-2024
0
საუკეთესო მწვრთელი ჩემი აზრით.კველგან სადაც იმუშავა ყველა გუნდი ჩემპიონი გახადა.წარმატებები
ბექა ნოზაძე
17:09 18-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული