პირველად... "გარეჯი" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
საგარეჯოს "გარეჯი" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. კლუბის ისტორიაში პირველად.

გარეჯმა რანგით მეოთხე ლიგიდან დაიწყო და აი, ეტაპ-ეტაპ გადავიდა.

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურის წინ გარეჯი 4 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. ხობის "კოლხეთთან" გამარჯვება ჰყოფნიდა, რათა გაენაღდებინა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლა. საგარეჯოელები სენეგალელი მუსა სამასას გოლით იგებდნენ, შემდეგ ხობელთაგან გია აფხაზავამ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს, "გარეჯი" მარცხდებოდა, მაგრამ ლევან პაპავამ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს.

სხვათა შორის, პაპავა 27 გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.

erovnuliliga.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული