ბათუმის "დინამომ" ლიეტუვის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ჟურნალისტ მანტას კრასნიცკასის ინფორმაციით, ლიეტუვის ნაკრების 25 წლის ფორვარდი გიტის პაულაუსკასი უკრანული "კოლოსიდან" ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით გადავიდა.

ფეხბურთელი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიეტუვის ნაკრების მე-9 ნომერია, რომლის შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

პაულაუსაკი "კოლოსს" 2024 წლის იანვარში, ალბანური "ეგნატედან" შეუერთდა. ტრანსფერი უკრაინულ კლუბს მაშინ რეკორდული თანხა - 300 ათასი ევრო დაუჯდა. მანამდე ის ლიეტუვურ კლუბებში "ჟალგირისში", "ვიტისში" და "რიტერიაში" თამაშობდა.

"კოლოსში" ყოფნის დროს ლიეტუველი ვერ გახდა საკვანძო მოთამაშე. ჯამში მან 22 მატჩი
ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბანგლადეშიდან არავინ დაიმატეს?
დასანანია
15:12 15-01-2025
3
ვნახე სტატისტიკა ამ ბიჭის და კარიერაში 140 თამაშში 19 გოლი გაუტანია. ვერაფერს იტყვი გოლების მანქანაა.დ.დ.
0

სიახლეები პოპულარული